← All vacancies

5EKD0D5R Posted 18 Nov Views: 0

წარმოებაში მყარი წამალთფორმების მეაპარატე

ნეოფარმი external listing
₾1000–1500 / month Sign in and apply

Posted 18 Nov (Days left: 30) Apply by 18 Dec

შპს "ნეოფარმი" აცხადებს ვაკანსიას წარმოებაში მყარი წამალთფორმების მეაპარატის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ; გრაფიკი: 09:00 დან 17:00 საათამდე, 1 საათი შესვენება, შაბათ-კვირა დასვენება; ანაზღაურება: 1000-1500 ლარი;

ფუნქცია-მოვალეობები

  • ტექნიკურ საწარმო დანადგარებთან მუშაობის გამოცდილება;
  • აპარატების სისუფთავისა და გამართულობის უზრუნველყოფა;
  • პარატის აწყობა წამლის ფორმების შესაბამისად;
  • სერია-ვარგისიანობის ვადების მინიჭება;
  • პრეპარატების დაბლისტერება;
  • შემრევისა და გრანულატორების სისუფთავისა და გამართულობის უზრუნველყოფა;
  • საწყობიდან გამოწერილი სუბსტანციების მიღება წონების კონტროლით;
  • სუბსტანციების შემრევში ჩატვირთვა დადგენილი (ტექნოლოგიური ინსტრუქციის შესაბამისი) თანმიმდევრობით;
  • შემრევიდან მოზელილი მასის ამოტვირთვა, აწონვა და მაშრობი კარადის თაროებზე განაწილება;
  • ხელმძღვანელის მიერ საქმესთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.

მოთხოვნები

  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (გამოცდილების არქონის შემთხვევაში მოხდება საქმის ადგილზე შესწავლა);
  • სხვადასხვა ტექნიკური დეტალების ცოდნა;

უნარები/პიროვნული თვისებები

  • შრომისმოყვარეობა;
  • პუნქტუალურობა;
  • პრობლემური სიტუაციების მართვის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ორგანიზებულობა;
  • ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;
  • სამუშაო დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;

ჩვენ გთავაზობთ

  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • უფასო ერთჯერადი კვებას;
  • შესაძლებლობას გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი.
  • სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ გამოგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება "მყარი წამალთფორმების მეაპარატე" წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს "ნეოფარმი"-ისთვის ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ვაკანსიაზე განცხადების განხილვის ეტაპზე, რაც მოიცავს, კანდიდატის მიერ გამოგზავნილ CV-ში და მის თანდართულ დოკუმენტებში ასახულ მონაცემებს (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები") შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე განაცხადის შენახვის და განხილვის, ასევე კანდიდატის შერჩევის პროცესში დაშვების მიზნით საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადით. თუ გსურთ კომპანიამ შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, მოახდინოს მონაცემთა გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება შეგიძლიათ დაუკავშირდეთ, ტელ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების გაგზავნით კანდიდატი ადასტურებს, რომ გაეცნო და წინააღმდეგი არ არის პერსონალური მონაცემი შეგროვდეს, დამუშავდეს და შენახული იქნას ზემოთ მითითებული მიზნით და ვადით.

"ნეოფარმი +" გისურვებთ წარმატებას.

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post