Earn

Bring people to findjobs.ge and earn 5⁠–⁠25% of what they pay. Free to start, paid by results.

← All vacancies

5KA3D4V5 Posted 16 Nov Views: 1

გაყიდვების კონსულტანტი

Negotiable Sign in and apply

Posted 16 Nov (Days left: 30) Apply by 16 Dec

თუ გაინტერესებს ქართული და მსოფლიო ლიტერატურა, საბავშვო წიგნები თუ ბიზნესლიტერატურა, თავს მიიჩნევ მკითხველად და გამომცემლობაში მუშაობა გინდა, ეს ვაკანსია შენთვისაა:

გამომცემლობა "პალიტრა L" გაყიდვების კონსულტანტს ეძებს.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები

  • გამოფენა-გაყიდვებზე მომხმარებლების კონსულტირება;
  • არსებული წიგნების ფასებისა და მახასიათებლების ცოდნა;
  • წიგნების რეალიზება;
  • სივრცის მოწყობა და წიგნების განთავსება;
  • კომუნიკაცია გაყიდვების დეპარტამენტთან და გაყიდვების ანალიზი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • აუცილებელია მსგავსი მიმართულებით მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
  • ექსელი, ვორდი, ოპტიმო, ტერმინალთან მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული მახასიათებლები

  • კომუნიკაბელური;
  • პასუხისმგებლობიანი;
  • მონდომებული;
  • ორგანიზებული.

პირობები:

სამუშაო გრაფიკი: არასრული, ნახევარი განაკვეთი. მოქნილი სამუშაო გრაფიკი წინასწარ შეთანხმებით.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 16 დეკემბერი.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელ. მისამართზე, Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშაოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშაოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.

"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ ფოსტაზე.

გისურვებთ წარმატებას!

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post