Earn

Bring people to findjobs.ge and earn 5⁠–⁠25% of what they pay. Free to start, paid by results.

← All vacancies

5SQZJM1Y Posted 18 Nov Views: 1

გრანულატორის ოპერატორი

ნუტრიმაქსი

ნუტრიმაქსი

₾1700 / month Continue to the original listing ↗

Posted 18 Nov (Days left: 29) Apply by 17 Dec

კომპანია „ნუტრიმაქსი“ აცხადებს ვაკანსიას გრანულატორის ოპერატორის პოზიციაზე.

„ნუტრიმაქსი“ საკვების წარმოების სფეროში 15-წლიანი გამოცდილების მქონე კომპანიაა, რომელიც აერთიანებს ორ მაღალტექნოლოგიურ საწარმოსა და მაღალი სტანდარტების მქონე ლაბორატორიებს.

კომპანია აწარმოებს საკვებს ფერმერული მეურნეობებისთვის, აკვაკულტურისა და კომპანიონი ცხოველებისთვის. „ნუტრიმაქსის“ პროდუქცია წარმოდგენილია როგორც ადგილობრივ, ისე ამიერკავკასიის, შუა აღმოსავლეთისა და აღმოსავლეთ ევროპის ბაზრებზე.

დამატებითი ინფორმაცია კომპანიის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე: www.nutrimax.ge

პოზიცია: გრანულატორის ოპერატორი სამუშაო ადგილი: ფონიჭალა, ლ. ღოღობერიძის 67ბ სამუშაო გრაფიკი: დინამიური, ცვლადი გრაფიკი ანაზღაურება: 1 700 ლარი

დამატებითი ბენეფიტები

  • ტრანსპორტირება მეტრო ისნიდან;
  • კვება;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა.
  • ძირითადი მოვალეობები:
  • გრანულატორის დანადგარის პროგრამული მართვა;
  • დანადგარის ტექნოლოგიური და ტექნიკური პარამეტრების კონტროლი;
  • დანადგარის მუშაობისა და საწარმოო პროცესის მონიტორინგი;
  • წარმოების პროცესში პარამეტრების შესაბამისობის კონტროლი;
  • დამზადებული პროდუქტის ფიზიკური მახასიათებლების კონტროლი;
  • დანადგარის მუშაობის პროცესში შესაძლო ტექნიკური გადახრების დროული იდენტიფიცირება და შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება;
  • სამუშაო პროცესისა და უსაფრთხოების დადგენილი წესების დაცვა.

ძირითადი მოთხოვნები

  • სასურველია უმაღლესი განათლება, თუმცა განვიხილავთ საშუალო ან პროფესიული განათლების მქონე კანდიდატებსაც;
  • დანადგარებთან ან საწარმოო მოწყობილობებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • ტექნიკური მიმართულებით ინტერესი და ტექნიკური აზროვნება;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდში მუშაობის უნარი.

პოზიცია განსაკუთრებით საინტერესოა კანდიდატებისთვის, რომლებსაც აინტერესებთ ტექნიკა, საწარმოო პროცესები და თანამედროვე დანადგარებთან მუშაობა.

ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, თანხმობას აცხადებთ თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვასა და დამუშავებაზე რეზიუმეს გამოგზავნიდან 3 წლის ვადით, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.

დამატებითი ინფორმაცია კომპანიის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე: www.nutrimax.ge

ვაკანსიის შესახებ დეტალები იხილეთ შემდეგ ბმულზე: https://nutrimax.selfrecruit.ge/s/gT4G გისურვებთ წარმატებას!

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post