8,896 live vacancies
← All vacancies

5YCNE84G Posted 23 Sep 5 views

პისიშოპ.ჯი

პისიშოპ.ჯი

კონტენტისა და კატეგორიის სპეციალისტი

პისიშოპ.ჯი external listing
Tbilisi Full-time Sales
Sign in and apply
₾1500 / month Apply by 24 Oct

შპს "პისიშოპ.ჯი" კომპიუტერული და ელექტრონული ტექნიკის ქსელია. კომპანია 2005 წელს დაარსდა. დღესდღეობით კომპანიაში წარმოდგენილია პრემიუმ ბრენდების კომპიუტერული ტექნიკის ელექტრონიკის ყველაზე დიდი ასორტიმენტი. დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებგვერდს: https://pcshop.ge/

კომპანია "პისიშოპ.ჯი" აცხადებს ვაკანსიას კონტენტისა და კატეგორიის სპეციალისტის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, ვაჟა-ფშაველას 16ა სამუშაო განაკვეთი: სრული (5 სამუშო დღე) 10:00-დან 19:00-მდე.

სამუშაოს აღწერა და მოვალეობები:

  • ვებ-საიტზე ახალი პროდუქტების დამატება, რედაქტირება და აქტუალიზაცია (ტექსტები, მახასიათებლები, ფოტო/ვიდეო მასალა);
  • პროდუქციის მარაგების, ფასების და ასორტიმენტის პერიოდული მონიტორინგი;
  • კონკურენტების საიტებისა და ბაზარზე არსებული ტრენდების ანალიზი;
  • კატეგორიის მენეჯერთან ერთად გაყიდვების სტიმულირებისა და პრომო-აქციების დაგეგმვაში მონაწილეობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა (მართლწერის მაღალი კულტურა);
  • ინგლისური ენის ცოდნა (სამუშაო დონეზე - პროდუქტების აღწერების თარგმნისა და დამუშავებისთვის);
  • MS Excel/Google Sheets-ის საბაზისო/საშუალო დონეზე ცოდნა;
  • უპირატესობად ჩაითვლება: HTML და CSS-ის საბაზისო ცოდნა (ტექსტის ფორმატირება, ბმულების, ცხრილებისა და სურათების სტილიზაცია, მცირე ხარვეზების გასწორება);
  • რომელიმე CMS სისტემასთან (CSCart, WordPress/WooCommerce, Shopify, ან შიდა CMS) მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალებისადმი ყურადღება;
  • განვითარების სურვილი, პროდუქტის/კატეგორიის მართვის მიმართულებით;
  • ანალიტიკური აზროვნება და დროის ეფექტურად მართვის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

  • მაღალი სტანდარტების მქონე კომპანიაში მუშაობის შესაძლებლობას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • სწავლას და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;
  • Fitpass-ში ჩართვა სურვილის შემთხვევაში;
  • ანაზღაურება: 1500 ლარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

მოცემულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თქვენს მიერ შპს "პისიშოპ.ჯი-სთვის მიწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი. ასევე აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე, რეზიუმეს გამოგზავნიდან 1 წლის ვადით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.

გისურვებთ წარმატებას!

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: shown above mirrored copies, applications arrive in your dashboard, and the listing joins Google job search.

About the employer
პისიშოპ.ჯი
Similar listings

Hire in Georgia without the hassle

Free to post