← All vacancies

62BH2GCA Posted 16 Nov Views: 1

უსაფრთხოების თანამშრომელი

Tbilisi Full-time Security
Negotiable Sign in and apply

Posted 16 Nov (Days left: 30) Apply by 16 Dec

"Onyx City Center Hotel Tbilisi" — თანამედროვე, 5-ვარსკვლავიანი ბიზნესსასტუმრო, რომელიც მდებარეობს თბილისში, პეკინის გამზირის №30-ში, ქალაქის ერთ-ერთ აქტიურ ბიზნეს და კომერციულ უბანში. სასტუმრო სტუმრებს სთავაზობს თანამედროვე დიზაინით მოწყობილ კომფორტულ ნომრებს, მაღალი ხარისხის მომსახურებასა და ინდივიდუალურ მიდგომას.სასტუმროს ინფრასტრუქტურა მოიცავს რესტორანს, ბარს, შეხვედრებისა და ღონისძიებებისთვის განკუთვნილ სივრცეებს, კაზინოსა და 24-საათიან მიღება-განთავსების მომსახურებას.

Onyx City Center Hotel Tbilisi განკუთვნილია როგორც საქმიანი ვიზიტით, ისე დასვენების მიზნით ჩამოსული სტუმრებისთვის და აერთიანებს თანამედროვე კომფორტს, მომსახურების მაღალ სტანდარტებსა და გამორჩეულ სტუმართმოყვარეობას.

სასტუმრო ONYX CITY CENTER HOTEL TBILISI აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების თანამშრომლის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები

  • სასტუმროს სტუმრების, თანამშრომლებისა და ქონების უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
  • სასტუმროს შესასვლელების, ლობის, საერთო სარგებლობისა და საოპერაციო სივრცეების რეგულარული კონტროლი და მეთვალყურეობა;
  • ვიდეომეთვალყურეობის სისტემის მონიტორინგი და საეჭვო გარემოებებზე დროული რეაგირება;
  • ვიზიტორებისა და კონტრაქტორების დაშვების კონტროლი და შესაბამისი რეგისტრაციის წარმოება;
  • უსაფრთხოების ინციდენტების გამოვლენა, აღრიცხვა და ხელმძღვანელის ინფორმირება;
  • სახანძრო უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირება დადგენილი პროცედურების დაცვით;
  • გასაღებებისა და წვდომის საშუალებების მიღება-გაცემის კონტროლი;
  • დაკარგული და ნაპოვნი ნივთების (Lost & Found) მიღება, აღრიცხვა და დადგენილი პროცედურების შესაბამისად შენახვა;
  • უსაფრთხოების ჟურნალების, ინციდენტების ანგარიშებისა და სხვა საჭირო დოკუმენტაციის წარმოება;
  • მიღება-განთავსებისა და სასტუმროს სხვა დეპარტამენტებთან ეფექტური კომუნიკაცია და თანამშრომლობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უსაფრთხოების სფეროში მუშაობის გამოცდილება, სასურველია სასტუმროში ან მსგავს ობიექტზე;
  • უსაფრთხოების, სახანძრო დაცვისა და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძირითადი წესების ცოდნა;
  • ვიდეომეთვალყურეობის სისტემებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • სამუშაო ჟურნალების, რეგისტრაციის ფორმებისა და ანგარიშების წარმოების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ყურადღებიანობა და დისციპლინირებულობა;
  • კონფლიქტური სიტუაციების მშვიდად და პროფესიონალურად მართვის უნარი;
  • გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • ცვლებში მუშაობის მზაობა.

სამუშაო ადგილი: ONYX City Center Hotel Tbilisi, თბილისი დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება — "უსაფრთხოების თანამშრომელი".

კომპანია დასაქმების კანდიდატების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე ან/და სხვა სააპლიკაციო დოკუმენტაცია შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს, რაც კომპანიის მიერ, შესაძლოა, დამუშავდეს თქვენი კანდიდატურის განხილვის (მათ შორის, განათლების, კვალიფიკაციის და სხვა შრომითი უნარების შეფასების) და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. კომპანიის მიერ მონაცემების დამუშავების საფუძველია თქვენი თანხმობა (გამოხატული ამ ვაკანსიაზე გამოხმაურების გზით), ასევე, შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით თქვენი განაცხადის განხილვა და შრომითი ურთიერთობის დამყარება.

თქვენ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე, გაეცნოთ მათ ასლებს, მოითხოვოთ აღნიშნული მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა და/ან განადგურება. თქვენი უფლებებისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე დეტალური ინფორმაციის მისაღებად გაეცანით დასაქმების კანდიდატების პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკას.

ამ ვაკანსიაზე გამოხმაურებით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას, თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ზემოთ მითითებული ფორმით დაადასტურებთ, რომ თქვენ მიერ მითითებული ინფორმაცია სწორი, სრული და განახლებულია.

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post