← All vacancies

6APEF32V Posted 19 Nov Views: 0

გაყიდვების ოპერატორი

Tbilisi Full-time Sales Operator
₾1100–1300 / month Sign in and apply

Posted 19 Nov (Days left: 30) Apply by 19 Dec

შპს "ედესი ჯგუფი" 25 წელზე მეტია წარმატებით ოპერირებს ბაზარზე და მომხმარებლებს სთავაზობს ხარისხიან პროდუქტსა და მომსახურებას. კომპანიის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია პოლიგრაფიული მასალებით ვაჭრობა, ასევე საკანცელარიო პროდუქციის საბითუმო და საცალო რეალიზაცია. მრავალწლიანი გამოცდილებისა და სანდო პარტნიორული ურთიერთობების წყალობით, კომპანია უზრუნველყოფს მომხმარებელთა საჭიროებებზე მორგებულ ფართო ასორტიმენტსა და მაღალ მომსახურების სტანდარტს.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების ოპერატორის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები

  • მომხმარებელთა სატელეფონო ზარებზე პასუხი;
  • პოტენციური მომხმარებლებისთვის ინვოისის გაგზავნა;
  • ახალი კლიენტების მოძიება და არსებულ კლიენტებთან ეფექტური ურთიერთობის შენარჩუნება;
  • სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება, შესრულების ვადების კონტროლი, დოკუმეტაციის შენახვა და აღრიცხვა სათანადო წესით;
  • კომპანიის კუთვნილ ვებ-გვერდზე მომხმარებლების შეკვეთების დასრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება;
  • ექსელის და საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • სასურველია აპექსის პროგრამაში მუშაობის გამოცდილება.

ანაზღაურება: გამოსაცდელი ვადის პერიოდში გათვალისწინებულია ხელფასი 1100-დან 1300 ლარამდე (დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციასა და გამოცდილებაზე). გამოსაცდელი ვადის წარმატებით გავლის შემდგომ დასაქმებულის ყოველთვიური ანაზღაურება განისაზღვრება 1600 ლარის ოდენობით. სამუშაო გრაფიკი: კვირაში 05 სამუშაო დღე - 09:00-18:00 (შესვენება 1 სთ). ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, აკაკი ბელიაშვილის ქ. N 157. ბენეფიტები: 1. Fitpass (ფიტპასი); 2. უფასო კვება.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "გაყიდვების ოპერატორი".

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post