← All vacancies

6J591CK2 Posted 17 Nov Views: 0

ბრენდ მენეჯერის ასისტენტი

Negotiable Sign in and apply

Posted 17 Nov (Days left: 30) Apply by 17 Dec

"შარმ ტრეიდინგი" გახლავთ წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 1998 წელს და მას შემდეგ ინარჩუნებს ლიდერ პოზიციებს. "შარმ ტრეიდინგი" ახორციელებს მსოფლიო წამყვანი ბრენდების ექსკლუზიურ დისტრიბუციას საქართველოს მასშტაბით Schwarzkopf, Henkel, Unilever, Carlsberg, Selpak, Algida და სხვა.

"შარმ ტრეიდინგი" აცხადებს ვაკანსიას ბრენდ მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები

  • ადგილმდებარეობა: თბილისი;
  • სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი; 09:00 სთ-18:00 სთ.

ფუნქცია-მოვალეობები

  • კომპანიის ადგილობრივ და საერთაშორისო მომწოდებლებთან საკომუნიკაციო ენის განსაზღვრა;
  • მომწოდებლებთან ყოველდღიური კომუნიკაციის წარმოება (წერილობითი და ზეპირსიტყვიერი ფორმით);
  • კომპანიის შეკვეთების მომზადება კომპანიის შიდა პროცედურების შესაბამისად;
  • პერიოდულად კონკურენტული გარემოს კვლევა და ბაზრის ანალიზი;
  • ანალიზის წარდგენა უშუალო ხელმძღვანელთან პრეზენტაციისა და რეპორტის ფორმით;
  • პრომო აქციების დაგეგმვაში მონაწილეობა და მათი შესრულების მონიტორინგი;
  • საჭიროების შემთხვევაში ქსელურ სავაჭრო ობიექტებთან მოლაპარაკებების წარმოება;
  • საწყობში არსებული სარეკლამო მასალების კონტროლი, მერჩენდაიზერებში მასალის განაწილების უზრუნველყოფა საქართველოს მასშტაბით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (სასურველია ბიზნეს ადმინისტრირებისა ან/და ეკონომიკის მიმართულებით);
  • აუცილებელია Microsoft Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა (წერილობითი და საკომუნიკაციო დონეზე);
  • სასურველია რუსული ენის ცოდნა (წერილობითი და საკომუნიკაციო დონეზე).

დამატებითი უნარები

  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • შედეგზე ორიენტირებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ

  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • თანამშრომლის საჭიროებებზე მორგებულ ინსტრუმენტებს;
  • გამოცდილ ხელმძღვანელებს, რომლებიც მუდმივად იზრუნებენ თქვენს განვითარებაზე;
  • კარიერული განვითარების შესაძლებლობას.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გადმოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ბრენდ მენეჯერის ასისტენტი".

კომპანია "შარმ ტრეიდინგი" პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს "შარმ ტრეიდინგისთვის" ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, შპს "სუფთა სახლ"-ში შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად.

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების კომპანია "შარმ ტრეიდინგისთვის" გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა "შარმ ტრეიდინგში" ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post