8,634 live vacancies
← All vacancies

6K8QM3W1 Posted 2 Oct 2 views

საქართველოს ბანკი

საქართველოს ბანკი

მოლარე-ოპერატორი - რეგიონები

Batumi Full-time Finance / Accounting
Continue to the original listing ↗
Negotiable Apply by 15 Oct

ჩვენი, საქართველოს ბანკის მისიაა, წარმატებული ქვეყნის წამყვანი ბანკი ვიყოთ და ყველაფერი, რასაც, როგორც და რატომაც ვაკეთებთ - ამ მთავარ მისიას ემსახურება. როგორც მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაცია, ჩვენ ხელს ვუწყობთ თანამშრომლებს, აღმოაჩინონ საკუთარი პოტენციალის მაქსიმუმი, რადგან გვჯერა რომ შესაძლებლობები უსაზღვროა.

სს „საქართველოს ბანკის“ საცალო ფილიალების ქსელის მართვის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე შემდეგ რეგიონებში: ბაკურიანი, ბათუმი.

აღნიშნულ პოზიციაზე დასაქმების შემთხვევაში, თქვენ: მომხმარებლებს ხარისხიან, სწრაფ და კვალიფიციურ მომსახურებას გაუწევთ, მათი მოთხოვნების შესაბამისად; მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად აწარმოებთ სხვადასხვა ოპერაციას, როგორებიცაა: ვალუტის გაცვლითი ოპერაციები, ნაღდი ფულის შემოსავლის/გასავლის/გადარიცხვის შესრულება, ფულადი გზავნილების გაგზავნა/მიღება; მომხმარებლებს შესაბამის კონსულტაციას გაუწევთ, შესთავაზებთ მათზე მორგებულ საბანკო პროდუქტებს და უზრუნველყოფთ გაყიდვების პროცესს;

ჩვენთვის მნიშვნელოვანია თქვენი კვალიფიკაცია: - განათლება:უმაღლესი (სასურველია ეკონომიკის, საბანკო სფეროს, ტექნიკური საგნების მიმართულებით). - სამუშაო გამოცდილება:სასურველია მომსახურების და/ან გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება.

ცოდნა და უნარები: - კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა; - მომხმარებლების მომსახურების უნარ-ჩვევები (თავაზიანობა, მომხმარებლების დახმარების მზაობის და ყურადღების გამოხატვა, სწორი გადამისამართება, შეცდომების გამოსწორება); - ენების ცოდნა: ქართული – თავისუფლად; სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა; - ეფექტური კომუნიკაციური უნარები: აზრის არგუმენტირებულად და ნათლად გამოხატვა; - გაყიდვების წარმოების ეფექტური უნარი; - შესრულების სისწრაფე, ყურადღება დეტალების მიმართ, ლოგიკური აზროვნება, ორგანიზებულობა, კარგი მეხსიერება.

ჩვენ გთავაზობთ: - დარიცხულ ხელფასს + ყოველთვიურ ბონუსს, გაყიდვების შედეგების შესაბამისად; - ტრენინგებს კარიერული განვითარებისთვის (ტრენინგების დაწყებიდანვე ფორმდება ხელშეკრულება და ინიშნება ანაზღაურება); - კომფორტულ სამუშაო ადგილს სტანდარტულ ან Express სერვის ცენტრში; - გახდი საქართველოს ბანკის გუნდის ნაწილი და გამოიყენე შენი პოტენციალი ბოლომდე, არასდროს რომ არ გაჩერდე

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა, 15 ოქტომბერი, 2026.

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://jsc-bank-of-georgia.hirehive.com/molare-operatori-regionebi-regions-2bRiaV?source=Hr.ge

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

About the employer
საქართველოს ბანკი
Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post