პროდუქტის მენეჯერი / სათადარიგო ნაწილები
დასაქმების სააგენტო ეიჩარი აცხადებს ვაკანსიას პროდუქტის მენეჯერის პოზიციაზე (სათადარიგო ნაწილების მიმართულებით), თბილისში, ერთ-ერთი ავტონაწილების მაღაზიათა ქსელისთვის.
ძირითადი მოვალეობები
- მომწოდებლების/ბრენდების პორტფელის ფორმირება და განვითარება
- ასორტიმენტის მართვა — ახალი პოზიციების შემოტანა, არაეფექტური პოზიციების გამორიცხვა
- ბრენდის პოზიციონირებისა და განვითარების სტრატეგიის შემუშავება
- მომწოდებლებთან მოლაპარაკებები: შესყიდვის ფასები, ბონუსები/რებეითები, წლიური კონტრაქტები, მარკეტინგული ბიუჯეტი
- საფასო პოლიტიკის განსაზღვრა ყველა არხისთვის (საბითუმო, საცალო, ონლაინ)
- ბრენდის მომგებიანობის (მარჟის) კონტროლი
- გაყიდვების პროგნოზირება და შესყიდვების დაგეგმვა
- ნაშთების კონტროლი — ბრუნვადობა, დეფიციტისა და ზედმეტი მარაგის მართვა
- შეკვეთების ფორმირება, იმპორტის პროცესში ლოგისტიკის მიმართულებასთან კოორდინაცია (ვადები, დოკუმენტაცია)
- საჭიროების შემთხვევაში ადგილობრივი შესყიდვებით დეფიციტის დაფარვა
- ბაზრის, კატეგორიის, პროდუქტისა და კონკურენტების შესწავლა/ანალიზი
- გაყიდვების ანალიტიკა და ბრენდის KPI-ების მონიტორინგი (ბრუნვა, მარჟა, ბრუნვადობა, ბაზრის წილი)
- პერიოდული რეპორტინგი ხელმძღვანელობისა და მომწოდებლისთვის
- ბრენდის მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება (აქციები, პრომო, POS მასალები, ონლაინ კონტენტი) მარკეტინგის მენეჯერთან ერთად
- გაყიდვების გუნდისა და საცალო ქსელის ფრონტ-პერსონალის ტრენინგები პროდუქტზე
- კატალოგებისა და ტექნიკური/პროდუქტული ინფორმაციის განახლების უზრუნველყოფა
- საგარანტიო და სარეკლამაციო საკითხებში ჩართულობა მომწოდებელთან
ძირითადი მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება
- 2-წლამდე მუშაობის გამოცდილება პროდუქტის ან ბრენდ მენეჯერის პოზიციაზე საავტომობილო სფეროში (აუცილებელია სათადარიგო ნაწილებზე მუშაობის გამოცდილება)
- აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა
- MS ოფისთან მუშაობის გამოცდილება
დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე.