გაყიდვების მენეჯერი
"Artana Development" არის საერთაშორისო სტანდარტებზე ორიენტირებული დეველოპერული კომპანია, რომელიც ქმნის პრემიუმ კლასის უძრავი ქონების პროექტებს.
კომპანია ავითარებს სასტუმროს ტიპის აპარტამენტების პროექტს საერთაშორისო სასტუმრო ჯგუფ Accor-თან პარტნიორობით, რაც პროექტს აერთიანებს თანამედროვე დეველოპერულ, საინვესტიციო და სასტუმრო ინდუსტრიის სტანდარტებთან.
კომპანიის განვითარების ეტაპზე ვეძებთ გაყიდვების მენეჯერს, რომელიც შეუერთდება გაყიდვების გუნდს და პასუხისმგებელი იქნება გაყიდვების პროცესის სრულ ციკლზე — პოტენციური მომხმარებლების მოძიებიდან გაყიდვის დახურვამდე და შემდგომი ურთიერთობის მართვამდე.
ვეძებთ ადამიანს, რომელსაც აქვს აქტიური გაყიდვების გამოცდილება, ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები, შეუძლია მაღალი ღირებულების პროდუქტის პროფესიონალურად წარდგენა და ორიენტირებულია როგორც ინდივიდუალური, ისე გუნდური გაყიდვების მიზნების მიღწევაზე.
კომპანიისა და პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: https://artanadevelopment.com/
პოზიცია: გაყიდვების მენეჯერი
გრაფიკი: 5/2 09:00-18:00 მდებარეობა: თბილისი, ვაკე
ძირითადი მოვალეობები:
- პოტენციური მომხმარებლების მოძიება, ლიდების იდენტიფიცირება, კვალიფიცირება და ეფექტური მართვა;
- გაყიდვების პროცესის სრული ციკლის მართვა — პირველი კონტაქტიდან შეხვედრამდე, ჯავშნამდე და ხელშეკრულების გაფორმებამდე;
- პროექტის, მისი კონცეფციის, აპარტამენტების, საერთაშორისო ბრენდისა და საინვესტიციო შესაძლებლობების პროფესიონალურად წარდგენა;
- მომხმარებლის საჭიროებების, ფინანსური შესაძლებლობებისა და საინვესტიციო მიზნების იდენტიფიცირება და შესაბამისი შეთავაზების მომზადება;
- ფასების, გადახდის პირობების, სპეციალური შეთავაზებებისა და სხვა კომერციული პირობების ეფექტური კომუნიკაცია;
- მოლაპარაკებების წარმოება და გაყიდვების წარმატებით დახურვა;
- მომხმარებელთა შეკითხვებისა და წინააღმდეგობების პროფესიონალურად მართვა;
- პოტენციურ და არსებულ მომხმარებლებთან გრძელვადიანი, ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობების განვითარება;
- უძრავი ქონების სააგენტოებთან, ბროკერებთან, საინვესტიციო კომპანიებთან და სხვა გაყიდვების პარტნიორებთან თანამშრომლობა;
- CRM სისტემაში ლიდების, კომუნიკაციების, შეხვედრების, შეთავაზებების, ჯავშნებისა და ხელშეკრულებების ზუსტი და დროული აღრიცხვა;
- გაყიდვების funnel-ის მონიტორინგი და არსებული ლიდების ეფექტური კონვერტაციის უზრუნველყოფა;
- გაყიდვების შედეგების შესახებ პერიოდული ანგარიშების მომზადება;
- ბაზრის, კონკურენტული პროექტების, ფასების, მომხმარებელთა მოთხოვნისა და ბაზრის ტენდენციების მუდმივი მონიტორინგი;
- მარკეტინგის, იურიდიულ, ფინანსურ და Customer Relations გუნდებთან კოორდინირებული მუშაობა;
- კომპანიისა და პარტნიორი საერთაშორისო ბრენდის მომსახურებისა და კომუნიკაციის სტანდარტების დაცვა;
- გამოფენებში, პრეზენტაციებში, გაყიდვების ღონისძიებებსა და საინვესტიციო შეხვედრებში კომპანიის პროფესიონალურად წარმომადგენლობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით;
- უძრავი ქონების გაყიდვების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- მაღალი ღირებულების პროდუქტის ან მომსახურების გაყიდვების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- ძლიერი მოლაპარაკებისა და გაყიდვის დახურვის უნარები;
- მაღალი დონის ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
- Microsoft Office-ის პროგრამების (Word, Excel, PowerPoint, Outlook) ეფექტურად გამოყენების უნარი;
- პრეზენტაციისა და პროდუქტის ღირებულების ეფექტურად წარმოჩენის უნარი;
- მომხმარებლის საჭიროებების იდენტიფიცირებისა და კონსულტაციური გაყიდვების მიდგომის გამოყენების უნარი;
- CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- დინამიკურ და შედეგზე ორიენტირებულ გარემოში მუშაობის უნარი;
- როგორც ინდივიდუალური, ისე გუნდური მიზნების შესრულებაზე ორიენტირებულობა.
ენების ცოდნა:
- ქართული — თავისუფლად;
- ინგლისური — ძალიან კარგი;
- რუსული ან თურქული — ჩაითვლება უპირატესობად;
- სხვა უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება დამატებით უპირატესობად.
რას ვთავაზობთ:
- კონკურენტულ ანაზღაურებას, გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად;
- შედეგებზე დაფუძნებულ ბონუსისა და მოტივაციის სისტემას;
- კორპორაციულ ჯანმრთელობის დაზღვევას;
- კორპორაციულ მობილურ ნომერსა და კომუნიკაციის ხარჯების უზრუნველყოფას;
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას საერთაშორისო სტანდარტებზე ორიენტირებულ გარემოში;
- პრემიუმ კლასის, საერთაშორისო ბრენდთან დაკავშირებულ პროექტზე მუშაობის შესაძლებლობას;
- გამოცდილ პროფესიონალებთან და სხვადასხვა ფუნქციურ გუნდთან თანამშრომლობას;
- კარიერული განვითარების შესაძლებლობას მზარდ დეველოპერულ კომპანიაში.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელფოსტაზე.
CV-ს გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ:
- თქვენი პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი,
- დაბადების თარიღი, ელ-ფოსტა, ინფორმაცია განათლებისა და სამუშაო გამოცდილების (ადგილის) შესახებ და სხვა თქვენს მიერ მოწოდებული დამატებითი ინფორმაცია) დამუშავდეს ან/და შენახულ იქნეს შპს "არტანა დეველოპმენტი"-ს მიერ;
- პერსონალური ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ კანდიდატების (სამუშაოს მაძიებლის) შერჩევის პროცესში;
- პერსონალური ინფორმაციის შენახვის ვადა შეადგენს 1 (ერთი) წელს; აქვე განგიმარტავთ, რომ თქვენ ნებისმიერ დროს გაქვთ უფლება გამოიხმოთ აღნიშნული თანხმობა და მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა (მათ შორის: წაშლა, განადგურება და ა.შ.).
We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.
A claimed listing becomes Direct: shown above mirrored copies, applications arrive in your dashboard, and the listing joins Google job search.