მუსიკის მასწავლებელი
"მწვანე სკოლა-ტყის კამპუსში" მიმდინარეობს კანდიდატების შერჩევა მუსიკის მასწავლებლის პოზიციაზე.
თუ გიყვართ ბავშვებთან ურთიერთობა, ადვილად შეგიძლიათ მათთან დამეგობრება და საინტერესო აქტივობების დაგეგმვა, შემოგვიერთდით მწვანე სკოლის გუნდში.
მწვანე სკოლა მუდმივად ზრუნავს თანამშრომლების განვითარებასა და საინტერესო სამუშაო გარემოს შექმნაზე. მწვანე სკოლის ტყე-პარკი კი განსაკუთრებული სივრცეა არაფორმალურ გარემოში შემოქმედებითი გაკვეთილებისა და აქტივობების დასაგეგმად.
მუსიკის მასწავლებლის მოვალეობები:
- სასკოლო სასწავლო გეგმის ფარგლებში, სკოლის საბაზო საფეხურის შესაბამისი მუსიკის პროგრამის სწავლება;
- მოსწავლეების აკადემიური მიღწევების მონიტორინგი, შეფასების დაგეგმვა და განხორციელება.
- პოზიტიური სასწავლო გარემოს შექმნა და მოსწავლეების სწავლის მოტივაციის ზრდის ხელშეწყობა;
- კომუნიკაცია მოსწავლეებთან და მშობლებთან მოსწავლეების აკადემიურ განვითარებასა და სხვა სასკოლო საკითხებთან დაკავშირებით;
- სკოლის პროფესიული განვითარების პროგრამებში მონაწილეობა.
კვალიფიკაცია და უნარები:
- უმაღლესი განათლება შესაბამის დარგში;
- მასწავლებლად მუშაობის მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება;
- სწავლების მრავალფეროვანი მეთოდებისა და სტრატეგიების გამოყენება;
- დროის ორგანიზება და დისციპლინა;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- მზაობა ახალი იდეებისა და ინიციატივებისთვის;
- საოფისე კომპიუტერული (MS Office) პროგრამების ცოდნა.
გთხოვთ, გაითვალისწინეთ, აპლიკანტს მინიჭებული უნდა ჰქონდეს უფროსი მასწავლებლის სტატუსი.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ პირადი ინფორმაცია (CV) ელ. მისამართზე. გთხოვთ, წერილის სათაურის ველში მიუთითეთ "მუსიკის მასწავლებელი".
We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.
A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.