Earn

Bring people to findjobs.ge and earn 5⁠–⁠25% of what they pay. Free to start, paid by results.

← All vacancies

86WTK7C7 Posted 16 Nov Views: 0

მთავარი შეფი

Negotiable Sign in and apply

Posted 16 Nov (Days left: 30) Apply by 16 Dec

რესტორანი "ჟუჟუ" — მესტია აცხადებს ვაკანსიას მთავარი შეფის პოზიციაზე.

ვეძებთ გამოცდილ, კრეატიულ და ორგანიზებულ პროფესიონალს, რომელიც უხელმძღვანელებს სამზარეულოს გუნდს, უზრუნველყოფს კერძების მაღალ ხარისხს და პასუხისმგებელი იქნება სამზარეულოს ყოველდღიური ოპერაციების ეფექტიან მართვაზე.

ძირითადი მოვალეობები

  • სამზარეულოს სრული ოპერაციული მართვა და სამუშაო პროცესების ორგანიზება;
  • სამზარეულოს გუნდის ხელმძღვანელობა, სამუშაოების განაწილება და კონტროლი;
  • მენიუს შემუშავება, განახლება და კერძების რეცეპტურის სტანდარტიზაცია;
  • კერძების ხარისხის, გემოვნური და ვიზუალური სტანდარტების უზრუნველყოფა;
  • პროდუქტის შესყიდვების დაგეგმვა და მომწოდებლებთან თანამშრომლობა;
  • პროდუქტის მარაგების, ნაშთებისა და ჩამოწერების კონტროლი;
  • საკვები პროდუქტების თვითღირებულებისა და სამზარეულოს ხარჯების ოპტიმიზაცია;
  • HACCP-ისა და სურსათის უვნებლობის სტანდარტების დაცვა;
  • სამზარეულოს ეფექტიანობისა და მომსახურების ხარისხის მუდმივი გაუმჯობესება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • მთავარ შეფად ან სუ-შეფად მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება;
  • პროფესიული კულინარიული განათლება ჩაითვლება უპირატესობად;
  • მენიუს დაგეგმვისა და კერძების კალკულაციის ცოდნა;
  • პროდუქტის თვითღირებულებისა და სამზარეულოს ბიუჯეტის მართვის გამოცდილება;
  • გუნდის მართვისა და თანამშრომლების განვითარების უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა და ლიდერული თვისებები;
  • სტრესულ გარემოში ეფექტიანი მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ

  • კონკურენტულ ანაზღაურებას;
  • საცხოვრებლით უზრუნველყოფას;
  • დღეში ორჯერად კვებას;
  • ტრანსპორტირებით უზრუნველყოფას;
  • 8-საათიან სამუშაო დღეს;
  • სამუშაო გრაფიკს: 6 სამუშაო დღე / 1 დასვენების დღე;
  • პროფესიულ და მეგობრულ სამუშაო გარემოს.
  • სამუშაო ადგილი: მესტია, საქართველო.

განაცხადის მიღება:

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნონ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:

ელფოსტა და წერილის სათაურში მიუთითეთ: "მთავარი შეფი — მესტია".

რესტორანი "ჟუჟუ" — ვეძებთ პროფესიონალს, რომელიც ჩვენს სამზარეულოს ახალ სტანდარტს შეუქმნის.

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post