გაყიდვებისა და ფასების კოორდინატორი
კომპანია „MSZ GEORGIA” აცხადებს ვაკანსიას გაყიდვებისა და ფასების კოორდინატორი-ს პოზიციაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, საბურთალო, პეკინის გამზირი 34, ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან სექტორი: საერთაშორისო ლოგისტიკა და გადაზიდვები განაკვეთი: სრული სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00სთ სამუშაო ანაზღაურება : 3500 ლარი (+ბონუსი)
ინფორმაცია კომპანიის შსახებ: შპს ‘’MSZ GEORGIA’’ საერთაშორისო ლოგისტიკური კომპანიაა, რომელიც საქართველოს ბაზარზე უკვე 15 წელია აქტიურად მოღვაწეობს და გთავაზობთ სერვისებისა და მომსახურების ფართო სპექტრს:საზღვაო გადაზიდვა საჰაერო გადაზიდვა სახმელეთო გადაზიდვა შიდა სახმელეთო გადაზიდვა საბროკერო მომსახურება ბიზნეს-ტური ჩინეთში.
კომპანიის ვებ-გვერდი: www.msz.ge
ძირითადი მოვალეობები: კლიენტების მოძიებისა და გაყიდვების ზრდის უზრუნველყოფა: - პოტენციური კლიენტების ძიება, კომერციული შეთავაზებების მომზადება და წარდგენა; - არსებული კლიენტების შენარჩუნება და მათთან გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება; - კომპანიის სერვისების აქტიური გაყიდვა (ტვირთების გადაზიდვა, ექსპედირება, ლოგისტიკური სერვისები და სხვ.); - მომხმარებლისთვის საჭირო Excel-ის ფასების სიებისა და მომხმარებლის პორტალების შენარჩუნება; - ურთიერთობების განვითარება და შენარჩუნება მომხმარებლებთან, შეკვეთების შეგროვება და ინფორმაციის გავრცელება (გასვლა/შეცვლა/შემცირება); - ბიზნესის განვითარების ანგარიშგების შემუშავება და ხელმძღვანელობისთვის მიწოდება (ნიმუშების მოთხოვნები, პოტენციური კლიენტების სიები, კონვერსიები, გაყიდვების ანგარიშები და ა.შ.)
ტარიფებზე მოლაპარაკებების წარმოების განხორციელება: - ტარიფების შეთანხმება პარტნიორებთან, გადამზიდავებთან, საჰაერო/საზღვაო ხაზებთან ან აგენტებთან; - ლოჯისტიკურ მომსახურებაზე ფასების გამოთვლა სხვადასხვა ტრანსპორტის საშუალებით (საზღვაო, სახმელეთო, საჰაერო); - კონკურენტუნარიანი სატარიფო პირობების მიღწევა კომპანიის ინტერესების შესაბამისად; - ტარიფების ბაზრის მონიტორინგი და მათზე ბაზრის რეაგირების სტრატეგიების შემუშავება; - მოქმედი ტარიფებისა და დოკუმენტაციის კონტროლი შიდა წესების შესაბამისად; - პროდუქტების გაანალიზება, მათი საერთო ღირებულებას განსაზღვრა და შესაბამისად ფასების ცვლის უზრუნველყოფა მოგების მარჟის შესანარჩუნებლად; - ფასების პოლიტიკასა და სტრატეგიებს შესახებ რეკომენდაციას გაწევა და გახორციელება, კონკურენტული პოზიციის და/ან მომგებიანობის შესანარჩუნებლად ან გასაუმჯობესებლად;
შეთავაზებების და ანგარიშგებების მომზადება: - ფასების შეთავაზების/კალკულაციის მომზადება ადგილობრივი და საერთაშორისო კლიენტებისთვის; - ფინანსური გათვლების გაკეთება და სარგებლის/ხარჯების ანალიზი; - ხელმძღვანელობისთვის რეგულარული რეპორტების მიწოდება გაყიდვებისა და ტარიფების სტატუსთან დაკავშირებით; - შეთავაზებების არქივაცია, განახლება და სტატისტიკური მონაცემების შენახვა; - გაყიდვების მონაცემების ანალიზი, კვირეული და თვის ანგარიშის მომზადება მენეჯმენტისთვის. - ფასებთან დაკავშირებული პრობლემების იდენტიფიცირება და მოგვარება;
ბაზრის და კონკურენციის ანალიზი: - ბაზრის ფასების დინამიკის კვლევა და კონკურენტების ანალიზი; - მარჟის მაჩვენებლების კონტროლისა და შეფასების უზრუნველყოფა (გაყიდვები, მარჟა, ღირებულება, ტვირთის გადაზიდვა, აღჭურვილობა და ა.შ.) - ფასების მოთხოვნების გაგება, საბაზისო ანალიზის - ფასების შეთავაზებების დოკუმენტაციის მომზადება და სტანდარტების შესაბამისად კომუნიკაციის ხელშეწყობა. - თანამშრომლობა საოპერაციო და ფინანსურ დეპარტამენტებთან, პარტნიორებთან: - ტარიფებისა და ტექნიკური დეტალების შეთანხმება ფუნქციურ ჯგუფებთან; - კოორდინაცია ბუღალტერიასთან და მენეჯმენტთან წინადადებების სწორად დამუშავებისა და შეთავაზებებების ოპტიმიზაციის მიზნით. - მჭიდროდ თანამშრომლობა ძირითად მომწოდებლებთან თითოეული მომხმარებლის, თითოეული პროდუქტის საფუძველზე ხარჯების განსაზღვრის მიზნით. - კომუნიკაცია შიდა დეპარტამენტებთან და გარე მომწოდებლებთან ხარჯებთან დაკავშირებული საკითხების გადასაჭრელად; - კლიენტების კონსულტირება და მომსახურება: - მომხმარებლისთვის საუკეთესო სატარიფო ვარიანტების შერჩევა და განმარტება; - კლიენტთან ურთიერთობის შენარჩუნება მოლაპარაკების შემდგომ – ხარისხის შეფასება, უკუკავშირის მიღება და სხვა.
გაყიდვებისა და ფასების კოორდინატორი ვალდებულია: - მოითხოვოს, მიიღოს და შეადაროს ფასები/სატარიფო პირობები ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორებისგან, გადამზიდავებისგან, საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო ხაზებისა თუ აგენტებისგან; - მოამზადოს, დაამუშაოს და კომპანიის მენეჯმენტთან (ან უშუალო ხელმძღვანელთან) შეთანხმების საფუძველზე, წარუდგინოს პოტენციურ და არსებულ კლიენტებს ოფიციალური კომერციული შეთავაზებები, ფასების სიები (Tariff Sheets) და სატენდერო წინადადებები; - მოითხოვოს და ოპერატიულად მიიღოს საოპერაციო, საფინანსო და ლოგისტიკური დეპარტამენტებიდან ნებისმიერი სახის ინფორმაცია (ტვირთის სპეციფიკაცია, მარშრუტები, დამატებითი მოსაკრებლები, შიდა ხარჯები), რომელიც აუცილებელია ზუსტი თვითღირებულებისა და კონკურენტუნარიანი ფასის დასაანგარიშებლად; - წარადგინოს დასაბუთებული წინადადებები მენეჯმენტის წინაშე კონკრეტული კლიენტებისთვის/პროექტებისთვის სპეციალური სატარიფო პირობების, ფასდაკლებების ან ინდივიდუალური მარჟების დაწესების შესახებ, კომპანიის მომგებიანობისა და კონკურენტული პოზიციის შენარჩუნების მიზნით; - აწარმოოს წინასწარი მოლაპარაკებები პარტნიორებთან და კლიენტებთან სატარიფო პირობების, გადახდის ვადებისა და ფასწარმოქმნის სტრატეგიების გარშემო კომპანიის ინტერესებისა და შიდა პოლიტიკის ფარგლებში; - დამოუკიდებლად მართოს და განაახლოს კლიენტების სატარიფო ბაზები (Excel ფაილები, ფასების სიები) და მომხმარებელთა სპეციალური პორტალები, ასევე აკონტროლოს მათში ასახული მონაცემების სიზუსტე; - წარადგინოს რეკომენდაციები ფასების სტრატეგიის გაუმჯობესებისთვის.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - ლოგისტიკის სფეროში მუშაობის მინიმუმ 1-2-წლიანი გამოცდილება - ქართული/ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა - მოლაპარაკებების, პრეზენტაციისა და გაყიდვების ძლიერი უნარები - ეფექტური კომუნიკაციისა და კლიენტზე ორიენტირებული მიდგომა - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ინიციატივა და შედეგზე ორიენტირებულობა - CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება
უნარ-ჩვევები: - მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა; - ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების უნარი; - შრომისმოყვარეობა და ორგანიზებულობა; - მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; - დეტალებზე ორიენტირებულობა; - გუნდური მუშაობის უნარი; - დროის ეფექტურად მართვის უნარი; - პრობლემური სიტუაციის მართვის და სტრესულ გარემოში მუშაობის უ
We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.
A claimed listing becomes Direct: shown above mirrored copies, applications arrive in your dashboard, and the listing joins Google job search.