Earn

Bring people to findjobs.ge and earn 5⁠–⁠25% of what they pay. Free to start, paid by results.

← All vacancies

89SPT95E Posted 18 Nov Views: 0

საბაგირო გზის ოპერატორი

Negotiable Sign in and apply

Posted 18 Nov (Days left: 29) Apply by 17 Dec

"საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდი" / პროექტი: "ჯორჯიან ეკო ტრანსპორტი" აცხადებს ვაკანსიას საბაგირო გზის ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები

  • სამუშაო ადგილი: თბილისი;
  • განაკვეთი: სრული.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები

  • ვალდებულია, განახორციელოს საბაგირო გზის და მართვის კომპიუტერული სისტემის საერთო სისტემური გამართულობის შემოწმება მგზავრთა მიღებამდე და მონიტორინგი მუშაობის პროცესში;
  • ვალდებულია, მიაწოდოს ინფორმაცია ხელმძღვანელობას/შესაბამის განსაზღვრულ პირებს გამოვლენილი გაუმართაობების ან დაზიანებების შესახებ და მონაწილეობა მიიღოს მათ აღმოფხვრაში;
  • ცვლის განმავლობაში ვალდებულია, აწარმოოს არსებული მეტეოროლოგიური პირობების საბაგირო გზის მუშაობისათვის სავალდებულო მოთხოვნებთან შესაბამისობის კონტროლი, მეტეოროლოგიური პირობების გაუარესების შემთხვევაში აცნობოს შესაბამის განსაზღვრულ პირებს, ხოლო შემდგომ იმოქმედოს ხელმძღვანელი პირების მითითებების შესაბამისად;
  • ვალდებულია, თვალყური ადევნოს მგზავრთა უსაფრთხოდ ჩასხდომა-გადმოსხდომას საბაგირო გზის სადგურის ბაქანზე. მგზავრთა მხრიდან უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში შეაჩეროს საბაგირო გზის მუშაობა;
  • ვალდებულია, დაეხმაროს მგზავრებს მგზავრობის საფასურის ელექტრონულად გადახდისას და ავტომატური საკონტროლო პუნქტების გადალახვაში. მოახდინოს მგზავრთა იმ კატეგორიის იდენტიფიცირება, რომლებიც საბაგირო გზით მგზავრობისას სარგებლობენ შეღავათიანი მგზავრობის უფლებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • საბაგირო გზაზე ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის ან სხვა გაუმართაობის შემთხვევაში მონაწილეობას იღებს საბაგირო გზის ავარიული მართვის რეჟიმში და ახდენს მგზავრთა უსაფრთხო ევაკუაციას;
  • მონაწილეობს საბაგირო გზის, სამგზავრო ვაგონების, ძირითადი აგრეგატების, მოწყობილობების ტექნიკური მომსახურების და სარემონტო სამუშაოებში;
  • პასუხისმგებელია მის მატერიალურ პასუხისმგებლობაში არსებულ სამსახურის ქონებასა და საბაგირო გზის ბალანსზე რიცხულ მატერიალურ-ტექნიკურ ფასეულობებზე ცვლის განმავლობაში;
  • ოპერატორს მოეთხოვება უსაფრთხოების ტექნიკის, შრომისა და სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვა, საწარმოო სანიტარული ნორმებისა და მოთხოვნების, მის საქმიანობასთან დაკავშირებული სახელმძღვანელოების და წესების, კომპანიის ხელმძღვანელობის განკარგულებითი დოკუმენტების (წესები, ინსტრუქციები, მითითებები და სხვა) და სხვა სამართლებრივი აქტების ცოდნა.

ძირითადი მოთხოვნები

  • ტექნიკური განათლება;
  • ტექნიკური მიმართულებით მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
  • ქართული ენის ცოდნა; ინგლისური ენის ცოდნა; სასურველია გერმანული ენის ცოდნა;
  • სიმაღლეზე მუშაობის გამოცდილება, სიმაღლეზე მუშაობის უსაფრთხოების ნორმების ცოდნა.

პიროვნული თვისებები

  • ტექნოლოგიური სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • კომუნიკაციის კარგი უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი განახლებული რეზიუმე/CV არა უგვიანეს 2026 წლის 17 დეკემბრისა.

გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგანში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

წარმატებას გისურვებთ!

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post