Earn

Bring people to findjobs.ge and earn 5⁠–⁠25% of what they pay. Free to start, paid by results.

← All vacancies

944ZYZAX Posted 20 Nov Views: 17

შესყიდვების მენეჯერი

ლუანა external listing
₾1300–3000 / month Sign in and apply

+21% vs the usual · usual 1,783 ₾ · 35 ads

Posted 20 Nov (Days left: 30) Apply by 20 Dec

კომპანია "ლუანა" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ვეძებთ ორგანიზებულ, პასუხისმგებლობიან და შედეგზე ორიენტირებულ პროფესიონალს, რომელიც უზრუნველყოფს კომპანიის შესყიდვების პროცესის ეფექტიან მართვას, მომწოდებლებთან ურთიერთობის განვითარებასა და შესყიდვების ოპტიმიზაციას.

ძირითადი მოვალეობები

  • კომპანიის საჭიროებების შესაბამისად შესყიდვების დაგეგმვა და განხორციელება;
  • ადგილობრივ და საერთაშორისო მომწოდებლებთან კომუნიკაცია და საქმიანი ურთიერთობების განვითარება;
  • ბაზრის კვლევა, ახალი მომწოდებლების მოძიება და შეთავაზებების ანალიზი;
  • ფასებზე, გადახდის პირობებსა და მიწოდების ვადებზე მოლაპარაკება;
  • შესყიდვების პირობების ოპტიმიზაცია და კომპანიის ინტერესების დაცვა;
  • მარაგების კონტროლი და შესყიდვების საჭიროების განსაზღვრა;
  • შეკვეთების, მიწოდებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის მონიტორინგი;
  • შესყიდვების პროცესში შესაძლო რისკების იდენტიფიცირება და პრევენცია;
  • შესყიდვებთან დაკავშირებული ანგარიშგების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის ან მომიჯნავე მიმართულებით);
  • FMCG სფეროში მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • მოლაპარაკებების წარმოებისა და კომერციული პირობების შეფასების უნარი;
  • ბაზრის ანალიზისა და კონკურენტული შეთავაზებების შედარების გამოცდილება;
  • Excel-ისა და საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა;
  • ინგლისური და/ან რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და ანალიტიკური აზროვნება
  • ფასდაკლებებისა და მარჟის დათვლის შესაძლებლობა.

პიროვნული კომპეტენციები

  • ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი;
  • დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • დროის ეფექტიანი მართვა;
  • გუნდური მუშაობისა და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ

  • სტაბილურ სამუშაო გარემოს განვითარებად კომპანიაში;
  • პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას;
  • კონკურენტულ ანაზღაურებას;
  • მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდთან თანამშრომლობას
  • სხვადასხვა გამოფენაზე, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ მოხვედრის შესაძლებლობას.

ანაზღაურება: 1300-3000 ლარამდე გაწეული სამუშაოს და ბონუსების გათვალისწინებით.

გთხოვთ CV ფოტოსურათთან ერთად, გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე. subject-ში მიუთითეთ " შესყიდვების მენეჯერის ვაკანსია"

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post