8,896 live vacancies
← All vacancies

95ENWJJB Posted 23 Sep 3 views

საქართველოს კლინიკები

საქართველოს კლინიკები

ლაბორატორიული მედიცინის სპეციალისტი

Tbilisi Full-time Administration / Management
Sign in and apply
Negotiable Apply by 24 Oct

"საქართველოს კლინიკები" საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფში შემავალი კომპანიაა, რომლის მისიაა ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა და პაციენტების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება. "საქართველოს კლინიკები" ერთ-ერთი ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში.

შემოუერთდი ჩვენს დიდ გუნდს!

"საქართველოს კლინიკები" აცხადებს ლაბორატორიული მედიცინის სპეციალისტის ვაკანსიას თბილისში.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი გივი ჟვანიას ქ 3 (ციციშვილის სახ. ბავშვთა კლინიკა)

სამუშო გრაფიკი: 16 და 24 საათიანი მორიგეობები;

ძირითადი მოვალეობები:

  • სახელმწიფო სერთიფიკატით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემაფასებელი ლაბორატორიული (ჰემატოლოგიურ, ზოგადკლინიკურ, ბიოქიმიურ, ჰემოსტაზიოლოგიურ, ციტოლოგიურ, მიკრობიოლოგიურ, იმუნოლოგიურ, ალერგოლოგიურ, მოლეკულურ, გენეტიკურ და ა.შ.) კვლევების განხორციელება;
  • კვლევების ჩატარება კომპანიის/ეროვნული/საერთაშორისო სამედიცინო პროტოკოლების/გაიდლაინების გათვალისწინებით;
  • ლაბორატორიული ტექნიკის მუშაობის პრინციპების ცოდნა და გამოყენება მ.შ. ლაბორატორიული ანალიზატორების დაპროგრამება, აპარატების კალიბრაცია, მიმდინარე, შიდა ლაბორატორიული, ლაბორატორიათშორისი და გარე ხარისხის კონტროლის ჩატარების პრინციპების ცოდნა და გამოყენება;
  • ლაბორატორიული დოკუმენტაციის სრულყოფილი ჩანაწერების წარმოება, კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო ენაზე, მკაფიოდ და გასაგებად, ინფორმაციის დაფიქსირება მიმდინარე რეჟიმში დროულად, განსაზღვრულ ვადებში;
  • კვლევის შედეგების დაფიქსირება შესაბამის ბლანკებზე, ჟურნალებში და მარეგულირებლის მიერ წინასწარ განსაზღვრულ შესაბამის სამედიცინო პორტალზე;
  • ლაბორატორიული უსაფრთხოების წესების ცოდნა და გამოყენება პრაქტიკაში;
  • პაციენტის შესახებ მის ხელთ არსებული ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვა;
  • საქმიანობასთან დაკავშირებული სახელმწიფო სტრუქტურების დადგენილებების, განკარგულებების, ბრძანებების, გაიდლლაინების, პროტოკოლების, სხვა სახელმძღვანელო და ნორმატიული დოკუმენტების გაცნობა და გამოყენება სამუშაო პრაქტიკაში;
  • ინფექციის კონტროლის სტანდარტების გამოყენება ყოველდღიურ პრაქტიკაში;
  • თანაშემწის, რეზიდენტის, საშუალო და დაბალი სამედიცინო პერსონალის არსებობის შემთხვევაში მათი ზედამხედველობა.
  • პრობლემური საკითხების უშუალო ხელმძღვანელთან დროული წარმოჩენა;
  • საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.

ვაკანსიის მოთხოვნები:

  • აუცილებელია უმაღლესი სამედიცინო განათლება
  • აუცილებელია სახელმწიფო სერთიფიკატი ლაბორატორიულ მედიცინაში;
  • აუცილებელია დამოუკიდებელი პროფესიული პრაქტიკული გამოცდილება შესაბამის სფეროში მინიმუმ 1 წელი;
  • ლაბორატორიული კვლევების ჩატარების პრაქტიკული გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა;
  • შესაბამისი მიმართულებით დადგენილი პოლიტიკები, პროცედურები, გაიდლაინები, ინსტრუქციები;
  • შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის ცოდნა;

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 18 ოქტომბერი, 2026.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, გაგვიზიაროთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება"ლაბორატორიული მედიცინის სპეციალისტი"

"საქართველოს კლინიკები" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

1. მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმომგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე - კანდიდატი) ადასტურებს, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ (ებ)ი, სერტიფიკატ (ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი და აცხადებს თანხმობას, რომ დამატებით წარადგენს უტყუარ ინფორმაციას, რაც საჭირო იქნება წინასახელშეკრულებო ურთიერთობის პერიოდში;

2. ამასთან კანდიდატი იღებს ვალდებულებას, რომ დამსაქმებელს მიაწვდის სრულ ინფორმაციას იმ გარემოებათა შესახებ, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სამუშაოს შესრულებაში ან/და საფრთხე შეუქმნას დამსაქმებლის ან მესამე პირის ინტერესებს. აღნიშნული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში შესაძლოა, შესაბამისი კანდიდატურა მოიხსნას შესარჩევი კონკურსიდან ხოლო თანამშრომლობის შემთხვევაში, მიიღოს წერილობითი გაფრთხილება, ან შეწყდეს შრომითი კონტრაქტი.

3. დამსაქმებელი, კანდიდატის წინამდებარე თანხმობის საფუძველზე აცხადებს, რომ დაამუშავებს წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატისგან მოპოვებულ ინფორმაციას სს საქართველოს კლინიკების (ს/კ 404476205) ან მის ქსელში შემავალ სამედიცინო დაწესებულებაში (ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად ქსელში შემავალ სამედიცინო დაწესებულებაში იგულისხმება: სს საქართველოს კლინიკების შვილობილი და/ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი პროფილის კომპანიას და/ან მისი პირდაპირი ან ირიბი მართვის ქვეშ მყოფი კომპანია (შემდგომში - დამსაქმებელი).

4. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატისგან მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა კანდიდატის დასაქმების მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, რომელსაც შეიძლება შემხებლობა ჰქონდეს კანდიდატთან ან მოპოვებულ ინფორმაციასთან, შესაბამისი დავის დასრულებამდე. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. ასევე, კანდიდატის მიერ გამოგზავნილი მონაცემები შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის. დასაქმების შემთხვევაში, კანდიდატის მონაცემები შეინახება მინიმუმ დასაქმების სრული პერიოდის განმავლობაში.

5. დამსაქმებელი ასევე იღებს ვალდებულებას, რომ წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატს გააცნოს სრული ინფორმაცია შესასრულებელი სამუშაოს, შრომითი ხელშეკრულების ფორმის (წერილობითი, ზეპირი), ვადის, შრომის პირობებისა და დასაქმებულის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ.

6. პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: shown above mirrored copies, applications arrive in your dashboard, and the listing joins Google job search.

About the employer
საქართველოს კლინიკები
Similar listings

Hire in Georgia without the hassle

Free to post