ექიმი ექოსკოპისტი
მარნეულის გლობალური ორთოპედიული ქართულ-თურქული კლინიკა აცხადებს ვაკანსიას ექიმი ექოსკოპისტის (ულტრაბგერითი გამოკვლევების ექიმის) პოზიციაზე.
მარნეულის გლობალური ორთოპედიული ქართულ-თურქული კლინიკა არის თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სამედიცინო დაწესებულება, რომელიც აერთიანებს მოწინავე ქართულ და თურქულ სამედიცინო გამოცდილებას. ჩვენი მთავარი პრიორიტეტია პაციენტებზე ზრუნვა, მაღალი ხარისხის დიაგნოსტიკური და სამკურნალო სერვისების მიწოდება, ასევე კომფორტული და პროფესიული გარემოს შექმნა როგორც პაციენტებისთვის, ისე ჩვენი გუნდის თითოეული წევრისთვის.
თუ ხართ გამოცდილი, კვალიფიციური და პაციენტზე ორიენტირებული სპეციალისტი, გეპატიჟებით ჩვენს გუნდში სამუშაოდ.
ძირითადი მოვალეობები
- ულტრაბგერითი (ექოსკოპიური) კვლევების ჩატარება;
- სასურველია კანდიდატს ჰქონდეს სხვადასხვა ორგანოთა და სისტემათა ექოსკოპიური კვლევების დამოუკიდებლად ჩატარებისა და ინტერპრეტაციის გამოცდილება;
- ეროგრაფიული კვლევების ჩატარება;
- ექოკარდიოგრაფიული კვლევების ჩატარება;
- კვლევის შედეგების აღწერა და დასკვნის მომზადება;
- პაციენტების კონსულტაცია კვლევის ფარგლებში;
- სამედიცინო დოკუმენტაციის სრულყოფილად და დროულად წარმოება;
- კლინიკის შიდა სტანდარტებისა და პროფესიული ეთიკის ნორმების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი სამედიცინო განათლება;
- მოქმედი სახელმწიფო სერტიფიკატი შესაბამის სპეციალობაში;
- ექოსკოპიური კვლევების ჩატარების პრაქტიკული გამოცდილება;
- კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა;
- სასურველია რუსული და/ან თურქული ენების საკომუნიკაციო დონეზე ფლობა (ქართულთან ერთად).
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ
- კომფორტულ და თანამედროვე სამუშაო გარემოს;
- პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას;
- მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო კოლექტივს.
სამუშაო ადგილი: ქ. მარნეული სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით ანაზღაურება: შეთანხმებით
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე და სათაურის ველში მიუთითეთ: „ექიმი ექოსკოპისტი“. ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე.
გისურვებთ წარმატებას!