ანაზღაურებადი სტაჟირება
იურიდიული კომპანია "Lawverse" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, წერეთელი, სოხუმის ქ. 4-6ა სამუშაო დრო: სრული განაკვეთი. (შესაძლებელია შეთანხმება სამუშაო გრაფიკთან დაკავშირებით); შრომის ანაზღაურება - შეთანხმებით; გამოსაცდელი ვადა 1 თვე (გამოსაცდელი ვადა ანაზღაურებადია)
ძირითადი მოვალეობები
- კომპანიის საქმისწარმოების პროცესში ჩართულობა
- სხვადასხვა სახის სამართლებრივი დოკუმენტაციის შედგენა/განხილვა;
- ადმინისტრაციული ფუნქციების შესრულებაში დახმარება, ორგანიზაციული საქმიანობის განხორციელება;
- ადვოკატის დავალებების შესრულება.
მოთხოვნები
- უმაღლესი იურიდიული განათლება ან იურიდიული ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
- საქართველოს კანონმდებლობის ცოდნა;
პიროვნული კომპეტენციები/უნარები
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- კომუნიკაბელურობა;
- ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
ჩვენ გთავაზობთ
- გამოცდილ გუნდთან ერთად მუშაობის შესაძლებლობას;
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (ფოტოსურათით) ქართულ ენაზე ელ-ფოსტის მეშვეობით მისამართზე. სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 07.12.2026