Earn

Bring people to findjobs.ge and earn 5⁠–⁠25% of what they pay. Free to start, paid by results.

← All vacancies

9FWSZ05T Posted 19 Nov Views: 3

კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი

სქაიტელი external listing
Negotiable Sign in and apply

Posted 19 Nov (Days left: 30) Apply by 19 Dec

შპს "სქაიტელი" 2010 წლიდან წარმოადგენს ერთ-ერთ ლიდერ სატელეკომუნიკაციო კომპანიას საქართველოში, რომელიც პოზიციონირებს ინტერნეტპროვაიდერების დიდ სამეულში. ჩვენ ქვეყნის მოსახლეობას და არაერთ ორგანიზაციას მაღალხარისხიანი სატელეკომუნიკაციო მომსახურებით წლებია უზრუნველვყოფთ, რისთვისაც ვიყენებთ მსოფლიოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებულ უახლეს ტექნოლოგიებსა და გადაწყვეტილებებს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს.

შპს "სქაიტელი" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

დასაქმების ადგილი - თბილისი დაქვემდებარება - კომერციული მიმართულების დირექტორი სამუშაო გრაფიკი - ორშაბათი-პარასკევი; 10:00 სთ-18:00 სთ (1 სთ შესვენება) გამოსაცდელი ვადა - 6 თვე (ანაზღაურებადი)

დამატებითი სარგებელი

  • ჯანმრთელობის დაზღვევა
  • FitPass (კორპ. პირობებით)
  • ავტომობილის დაზღვევა (კორპ. პირობებით)
  • კომპანიის სერვისზე 50%-იანი ფასდაკლება

ფუნქცია-მოვალეობები

  • კომპანიის პროდუქტის სიღრმისეული შესწავლა/ცოდნა;
  • სხვადასხვა ბაზის დამუშავება და ლიდების მოძიება;
  • კომპანიის პროდუქტების გაყიდვის მიზნით ცივი ზარების, მიმოწერებისა და შეხვედრების უზრუნველყოფა;
  • დაინტერესებულ მხარეებთან მოლაპარაკებების წარმოება, ლიდის საჭიროებების იდენტიფიცირება და შეთავაზებების განხორციელება;
  • კლიენტის ლენდინგის პროცესის მართვა (მათ შორის, სხვა დეპარტამენტების ჩართულობის უზრუნველყოფა);
  • არსებულ მომხმარებლებთან upsell და cross sell შეთავაზებების განხორციელება;
  • პოზიციასა და კომპეტენციებთან რელევანტური სხვა დავალებების შესრულება;
  • CRM მენეჯმენტი და ხელმძღვანელთან რეპორტინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების ან ფინანსების მიმართულებით;
  • იმავე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 2-წლიანი გამოცდილება;
  • აუცილებელია გამოცდილება B2B გაყიდვების მიმართულებით;
  • აუცილებელია ქართული ენის გამართულად ცოდნა;
  • რუსული და ინგლისური ენების გამართულად ცოდნა;
  • Excel-ის ცოდნა რეპორტინგისთვის საჭირო დონეზე.

უნარები/შესაძლებლობები

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • ანალიზის უნარი;
  • გუნდური მუშაობა;
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • დეტალებზე და სერვისზე ფოკუსირება.

პიროვნული მახასიათებლები

  • ინიციატივიანობა;
  • დეტალებზე და სერვისზე ფოკუსირება;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • შრომისმოყვარეობა და ორგანიზებულობა.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "სქაიტელის" მხრიდან დამუშავდება დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. შესაძლებელია დამსაქმებელმა თქვენი კანდიდატურა განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის.

თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე.

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი".

დაკავშირება მოხდება კანდიდატებთან, რომელთა განაცხადიც შესაბამისობაში იქნება ვაკანტური პოზიციის მოთხოვნებთან.

გისურვებთ წარმატებებს!

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post