8,745 live vacancies
← All vacancies

9KM5WCDV Posted 9 Sep 61 views

ბეტა პრინტი

ბეტა პრინტი

გრაფიკული დიზაინერი - ბათუმი

Batumi Full-time Media / Publishing
Sign in and apply
Negotiable Apply by 9 Oct

გრაფიკული დიზაინერის ვაკანსია „ბეტა პრინტში“!

2008 წლიდან ქართულ სარეკლამო ინდუსტრიაში დამკვიდრებული „ბეტა ჰოლდინგი“ მრავალპროფილური და დინამიკურად განვითარებადი ორგანიზაციაა. ჰოლდინგი აერთიანებს სამ შვილობილ კომპანიას — „ბეტა ივენთი“, „ბეტა პრინტი“ და „ბეტა მატერიალსი“ — რომლებიც მომხმარებელს სრულ სარეკლამო-პოლიგრაფიულ სერვისებს, მასშტაბური ღონისძიებებისთვის საჭირო უახლეს პროფესიონალურ ტექნიკასა და ინოვაციურ ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს სთავაზობენ.

ჩვენი მთავარი ღირებულება ხარისხი, მრავალფეროვნება და პროფესიონალიზმია. ჰოლდინგი მუდმივად ორიენტირებულია განვითარებაზე, ქმნის სტაბილურ და მრავალფუნქციურ სამუშაო გარემოს და ეძებს თავისი საქმის პროფესიონალებს, ვისთან ერთადაც კიდევ უფრო მასშტაბურ წარმატებებს მიაღწევს.

რას ვეძებთ კანდიდატში?

პიროვნული თვისებები: - ორგანიზებული და შედეგზე ორიენტირებული მიდგომა - მაღალი შინაგანი მოტივაცია და ინიციატივიანობა - დეტალების მიმართ განსაკუთრებული ყურადღება

პროფესიული უნარები: - განვითარებული შემოქმედებითი ხედვა და სხარტი აზროვნება - დროის ეფექტიანად დაგეგმვისა და მართვის უნარი - გრაფიკული პროგრამების ცოდნა: CorelDraw, Adobe Illustrator, Adobe Photoshop

ძირითადი მოვალეობები - ბეჭდვითი და ელექტრონული მარკეტინგული მასალების დიზაინის მომზადება, არსებულის კორექტირება და მაღალი პროფესიული სტანდარტით დაკაბადონება - კომპანიის ვიზუალური სტილისა და ბრენდინგის მიმართულებების განვითარებაში მონაწილეობა - მომხმარებელთა მოთხოვნებისა და ტექნიკური მახასიათებლების ზუსტი თარგმნა ვიზუალურ ენაზე

რას გთავაზობთ? - კომფორტული, მეგობრული და ჯანსაღი სამუშაო გარემო. - კონკურენტული ანაზღაურება + KPI - პროფესიული და კარიერული ზრდის რეალური შესაძლებლობები მუდმივად მზარდ ჰოლდინგში

შემოგვიერთდი! გამოგვიგზავნე შენი CV რეზიუმე და პორტფოლიო მისამართზე.

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: shown above mirrored copies, applications arrive in your dashboard, and the listing joins Google job search.

About the employer
ბეტა პრინტი
Similar listings

Hire in Georgia without the hassle

Free to post