Earn

Bring people to findjobs.ge and earn 5⁠–⁠25% of what they pay. Free to start, paid by results.

← All vacancies

9RN6QVN5 Posted 16 Nov Views: 18

იურისტი / სახელშეკრულებო და კორპორატიული მიმართულება

ფოლადის სახლი

ფოლადის სახლი

Tbilisi Full-time Law
Negotiable Sign in and apply

Posted 16 Nov (Days left: 27) Apply by 13 Dec

Official contract · in the ad

„ფოლადის სახლი“ 2014 წლიდან ოპერირებს საქართველოს სამშენებლო მასალების ბაზარზე და ინდუსტრიის ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა. ჩვენი საქმიანობა მოიცავს რკინის სამშენებლო მასალების ადგილობრივ წარმოებას, იმპორტსა და რეალიზაციას. კომპანია აერთიანებს 4 საწარმოს, ფილიალებს თბილისსა და ბათუმში და სასაწყობე ბაზას ვაზიანში. მრავალწლიანი გამოცდილება, და 5000-ზე მეტი მომხმარებლის ნდობა ჩვენი სტაბილური განვითარებისა და წარმატების საფუძველია.

კომპანია „ფოლადის სახლი“ აცხადებს ვაკანსიას : იურისტი (სახელშეკრულებო და კორპორატიული მიმართულება)

ძირითადი მოვალეობები

  • კომპანიის საჭიროებისამებრ სტანდარტული ხელშეკრულებების, შეთანხმებებისა და მათი ნიმუშების მომზადება, შევსება, რედაქტირება და ვიზირება .
  • კომპანიაში შემოსული სამართლებრივი დოკუმენტების ანალიზი, რისკების იდენტიფიცირება და მოლაპარაკებების პროცესში აქტიური მონაწილეობა.
  • შრომითი ხელშეკრულებების მომზადება, საჭირო მოკვლევის ჩატარება და საკადრო ბრძანებების (დანიშვნა, გათავისუფლება, დისციპლინური წარმოება/წახალისება) პროექტების შემუშავება.
  • დირექტორის ბრძანებების, კომპანიის რეგულაციებისა და შიდა პოლიტიკის დოკუმენტების მომზადება, რედაქტირება და სისტემური აღრიცხვა/არქივირება.
  • ქვეყნის საკანონმდებლო ბაზაში მიმდინარე სიახლეების მონიტორინგი, შეუსაბამობების იდენტიფიცირება და რეკომენდაციების წარდგენა ხელმძღვანელი იურისტისთვის.
  • კომპანიის თანამშრომლებისა და ქვეკონტრაქტორებისთვის იურიდიული კონსულტაციების გაწევა კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.
  • შემოსულ კორესპონდენციაზე სამართლებრივი პასუხების მომზადება და ხელმძღვანელობის მიერ გაცემული სხვა მიმდინარე დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • განათლება: უმაღლესი იურიდიული განათლება (ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი).
  • სამუშაო გამოცდილება: მინიმუმ 1 წელი შესაბამის სფეროში (სასურველია კორპორატიული ან სახელშეკრულებო სამართლის მიმართულებით).
  • ენების ფლობა: ქართული, ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ფლობა.

პროფესიული ცოდნა და უნარები (კრიტერიუმები)

  • საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის საფუძვლიანი ცოდნა .
  • სამართლებრივი დოკუმენტების (ხელშეკრულებები, ბრძანებები, შიდა პოლიტიკა) შედგენის, ანალიზისა და რედაქტირების მაღალი კულტურა.
  • საქმიანი მოლაპარაკებებისა და ეფექტური კომუნიკაციის წარმოების უნარი (როგორც დეპარტამენტებთან, ისე ქვეკონტრაქტორებთან).
  • ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა.
  • საქმისწარმოების, დოკუმენტების სისტემატიზაციისა და არქივირების უნარი.

სამუშაო პირობები: სამუშაო გრაფიკი: 09:00 - დან 18:00 საათამდე ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით; სამუშაო ადგილი: კახეთის გზატკეცილი, თბილისი.

ბენეფიტები: ბაზარზე კონკურენტული ანაზღაურება; კვება; ტრანსპორტირება;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე და გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითეთ - იურისტი ვაკანსიაზე აპლიკაციის წარდგენით თქვენ აცხადებთ თანხმობას, რომ თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს შპს „ფოლადის სახლი“-ის მიერ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. თქვენს მიერ წარმოდგენილი მონაცემები დამუშავდება მხოლოდ იმ მიზნით, რომ განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა შესაბამის ვაკანსიაზე დასაქმების მიზნით. თქვენს მონაცემებს შევინახავთ უსაფრთხოდ შესაბამისი ტექნიკური და ორგანიზაციული უსაფრთხოების ზომების დაცვით 6 თვის განმავლობაში იმ შემთხვევისთვის, თუ მომავალში გაჩნდება შესაფერისი პოზიცია და განვიხილავთ თქვენს დასაქმებას. შენახვის ვადის გასვლის შემდეგ ისინი სრულად განადგურდება/წაიშლება.

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post