← All vacancies

A955QF94 Posted 17 Nov Views: 7

ექაუნთ მენეჯერი

Studio 9:16 external listing
₾3000–4000 / month Continue to the original listing ↗

+54% vs the usual · usual 2,277 ₾ · 109 ads

Posted 17 Nov (Days left: 15) Apply by 2 Dec

"Studio 9:16" არის ვერტიკალური ვიდეო კონტენტის აუთსორს სტუდია, რომელიც "საქართველოს ბანკის", "ალდაგის", "გალფის" (Gulf), "ბოლტ ფუდის" (Bolt Food), "ალტასა" და სხვა მრავალი ბრენდისთვის ქმნის კონტენტს.

ჩვენ ვეძებთ ორგანიზებულ და ენერგიულ ექაუნთ მენეჯერს, რომელიც აიღებს პასუხისმგებლობას პროექტების სრულ ციკლზე — კლიენტის ბრიფიდან ვიდეოს ჩაბარებამდე.

თუ შეგიძლია მართო მოლოდინები, მოაგვარო პრობლემები სისწრაფეში და გესმის ვიდეო წარმოების პროცესი, ეს პოზიცია შენთვისაა!

რას გააკეთებ შენ

  • შენი მთავარი მიზანია პროექტების შეუფერხებელი მართვა და კლიენტებთან გრძელვადიანი, პოზიტიური ურთიერთობის ჩამოყალიბება.
  • კლიენტებთან კომუნიკაცია: ყოველდღიური კომუნიკაცია (სატელეფონო, მეილი, მესენჯერი), შეხვედრებისა და „სტატუს ქოლების“ ორგანიზება.
  • პროექტის მენეჯმენტი: ბრიფიდან ვიდეოს ჩაბარებამდე მთელი პროცესის მართვა. შეხვედრებზე მიღებული გადაწყვეტილებების „თასქებად“ ქცევა და დელეგირება Task Management სისტემაში.
  • Pre-production და პროდაქშენი: გადაღების პროცესის მენეჯმენტი : ლოკაციების/რეკვიზიტების შეთანხმება კლიენტთან, კომუნიკაცია სპიკერთან და კონტენტის გუნდთან
  • დედლაინების კონტროლი: ვადების მკაცრი დაცვა ყველა ეტაპზე (ბრიფი, იდეა, სკრიპტი, გადაღება, მონტაჟი).
  • რისკების მართვა: პროცესში არსებული „ბოთლნექების“ (შეფერხებების) დროული აღმოჩენა და აღმოფხვრა.

რა მოგეთხოვება

  • გამოცდილება: მინიმუმ 2 წელი ექაუნთ მენეჯერის ან პროდიუსერის პოზიციაზე (სარეკლამო ან პროდაქშენ სფეროში).
  • ინსტრუმენტები: Task Management პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება (მაგ: Asana, Trello, ClickUp, Jira ან მსგავსი).
  • სისწრაფე: მაღალ სამუშაო ტემპში ოპერირებისა და მულტიტასკინგის უნარი.
  • კომუნიკაცია: გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი.

პიროვნული უნარები

  • Ownership: ლიდერული თვისებები და პროექტზე პასუხისმგებლობის (Ownership) აღების უნარი.
  • Problem Solving: პრობლემების სწრაფად და დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი.
  • ემპათია: გუნდის წევრებისა და კლიენტების საჭიროებების სწორად გაგება და გათვალისწინება.
  • დეტალებზე ორიენტირებულობა: მაქსიმალური ყურადღება დეტალების მიმართ, რათა არაფერი გამოგრჩეს.

რას გთავაზობთ

  • ანაზღაურება: 3000-დან 4000 ლარამდე (Net), გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით.
  • შესაძლებლობას, იმუშაო სწრაფად მზარდ და კრეატიულ ინდუსტრიაში.
  • მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.
  • სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი - 40 საათი, 3 დღე ოფისი/2 დღე ონლაინ

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „მარტივი გამოხმარების“ ღილაკის საშუალებით.

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post