ბრენდ ამბასადორი
"კახური ტრადიციული მეღვინეობა" ღვინის და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა საქართველოში და კავკასიის რეგიონში. კომპანია დაფუძნდა 2001 წელს, KTW აწარმოებს ღვინოს, ბრენდს, შუშხუნა ღვინოს და ჭაჭას ტრადიციული ქართული ტექნოლოგიებით, რომელიც შერწყმულია თანამედროვე ტექნოლოგიებთან. ეს კომპანიას აძლევს შესაძლებლობას შეინარჩუნოს ღვინის ძველი, უნიკალური გემო და შექმნას საკუთარი ხელწერა და სტილი მსოფლიოს მასშტაბით.
შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობა" აცხადებს ვაკანსიას ბრენდ ამბასადორის პოზიციაზე, ღვინის ბრენდ "გურამიშვილის მარნის" მიმართულებით.
მდებარეობა: ქ. თბილისი სამუშაო გრაფიკი: ჰიბრიდული ანაზღაურება: შეთანხმებით, გამოცდილების და კვალიფიკაციის შესაბამისად.
ძირითადი მოვალეობები
- ბრენდ "გურამიშვილის მარნისა" და მისი ღვინის პროდუქციის პოპულარიზაცია და პოზიციონირება;
- სასტუმროებთან, რესტორნებთან, კომპანიებთან და სხვა პოტენციურ პარტნიორებთან საქმიანი ურთიერთობების დამყარება, ახალი პარტნიორების მოძიება და თანამშრომლობის განვითარება;
- ბრენდისა და ღვინის პროდუქციის შესახებ პრეზენტაციების, შეთავაზებებისა და დეგუსტაციების ორგანიზება და ჩატარება;
- ღვინის სახეობების, მახასიათებლების, წარმოშობისა და უპირატესობების პროფესიონალურად წარდგენა;
- კომერციული შეთავაზებების მომზადება და პარტნიორებთან მოლაპარაკებების წარმოება;
- ბრენდის ცნობადობის გაზრდისა და გაყიდვების ხელშეწყობის მიზნით სხვადასხვა აქტივობის დაგეგმვა და განხორციელება;
- არსებული პარტნიორული ურთიერთობების შენარჩუნება და განვითარება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის, მარკეტინგის მიმართულებით);
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
- გაყიდვების, ბიზნესის განვითარების ან ბრენდების წარმომადგენლობის მიმართულებით გამოცდილება;
- ღვინის პროდუქციის წარდგენისა და დეგუსტაციის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
საჭირო უნარ-ჩვევები
- ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
- პრეზენტაციისა და საჯარო გამოსვლის უნარი;
- საქმიანი ურთიერთობების დამყარებისა და განვითარების უნარი;
- მომხმარებელზე და შედეგზე ორიენტირებულობა;
- ორგანიზებულობა, ინიციატივიანობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- პრეზენტაბელურობა და პროფესიული ეტიკეტის დაცვა
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ (CV) ელ.ფოსტაზე სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ბრენდ ამბასადორი"
შ.პ.ს. "კახური ტრადიციული მეღვინეობა" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის.
"თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კომპანიის მიერ მუშავდება თქვენი პერსონალური მონაცემები (1 წლის განმავლობაში) შემდგომში თანამშრომლობის მიზნით."