Earn

Bring people to findjobs.ge and earn 5⁠–⁠25% of what they pay. Free to start, paid by results.

← All vacancies

ACRE20XB Posted 17 Nov Views: 0

ტექნიკური განყოფილების უფროსი

₾3500 / month Sign in and apply

Posted 17 Nov (Days left: 12) Apply by 29 Nov

შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" აცხადებს კანდიდატთა შერჩევას სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ფილიალის ბაკურიანის სერვის ცენტრის ტექნიკური განყოფილების უფროსის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ბაკურიანის ს/ც, დაბა ბაკურიანი, დავით აღმაშენებლის ქ. № 23 ვაკანტური პოზიციის რაოდენობა: 1 სამუშაო გრაფიკი: სრული ანაზღაურება: 3 500 ლარი (GROSS)

ფუნქცია-მოვალეობები

  • დაქვემდებარებულ თანამშრომელთა შორის ფუნქცია-მოვალეობების სწორი გადანაწილება;
  • შესასრულებელი სამუშაოების კონტროლი;
  • სერვისცენტრის მასშტაბით წყალარინებისა და წყალსადენების სისტემების კონტროლი;
  • წყლის ხარისხის უზრუნველყოფა;
  • მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების და პროექტების მონიტორინგი;
  • სამუშაო პროცესში აღმოჩენილი ხარვეზების მიწოდება ზემდგომისთვის;
  • დაუგეგმავი სამუშაოების შესრულების მიზნით, ოპერატიული გადაწყვეტილების ხარისხიანი და დროული შესრულების უზრუნველყოფა;
  • სისტემის ოპერირების შემდგომი გაუმჯობესების მიზნით, სათანადო წინადადებების შემუშავება და წარდგენა ხელმძღვანელობისათვის;
  • შრომის უსაფრთხოების წესების ზედმიწევნით დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • განათლება: სასურველია ბაკალავრის აკადემიური ხარისხი; ან პროფესიული განათლება, მიმართულება/სპეციალობა: ტექნიკური.
  • სამუშაო გამოცდილება: (ან/და) მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.

საოფისე კომპიუტერული პროგრამები: სავალდებულო - Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office Powerpoint, Microsoft Office Outlook ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები

  • სამუშაოთა დაგეგმვის, კოორდინირებისა და კონტროლის უნარი;
  • ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;
  • ადამიანებთან ურთიერთობისა და საქმიან ურთიერთობათა ეთიკის ნორმების ფლობა;
  • მოლაპარაკების წარმართვის უნარი;
  • სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
  • ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი.

შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" ქმნის თანასწორ და ღირსეულ სამუშაო გარემოს, სადაც განსხვავებული პერსპექტივები დაფასებულია და ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია აკრძალულია კანონის შესაბამისად.

კომპანია ხელს უწყობს მრავალფეროვანი გარემოს შექმნას და გენდერული ბალანსის მიღწევას. კომპანია მიესალმება გამოცხადებულ ვაკანსიებზე, მათ შორის ტექნიკურ პოზიციებზე, ქალი კანდიდატების მიერ განაცხადის შემოტანას და უზრუნველყოფს თანაბარი პირობებისა და შესაძლებლობების მქონე სამუშაო გარემოს შექმნას.

დაინტერესებულმა პირებმა მიმდინარე წლის 29 ნოემბრის ჩათვლით გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე.

გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

დამატებითი ინფორმაცია:

გაცნობებთ, რომ შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. რეზიუმეს/CV-ს გამოგზავნით კანდიდატი აცხადებს თანხმობას მისი პერსონალური მონაცემების აღნიშნული საფუძვლით დამუშავებაზე.

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post