8556 live vacancies
← All vacancies

B0GKYMXC Posted 6 Sep 7 views

გორგია

გორგია

კონსულტანტი, საწყობის თანამშრომლეი, მიმღები ზონის სპეციალისტი

გორგია external listing
Rustavi Full-time Logistics / Drivers
Negotiable Apply by

სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი "გორგია" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის, მიმღები ზონის სპეციალისტის და საწყობის თანამშრომელის პოზიციაზე, რუსთავის ფილიალში.

კომპანია "გორგია" საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებს ახორციელებს 1998 წლიდან.

"გორგია" პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც უკვე ევროკავშირში საცალო ვაჭრობით არის წარმოდგენილი. გორგია მომხმარებლებს 4 000-ზე მეტი დასახელების საერთაშორისო ბრენდს და 100 000 -ზე მეტი დასახელების სამშენებლო-სარემონტო, საყოფაცხოვრებო პროდუქციას სთავაზობს. დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 3000-მდე თანამშრომელს, კომპანიის მთავარი ღირებულებებია: მუდმივი განვითარება; წარმატების გაზიარება; ჩვენ არასოდეს ვამბობთ "არ" ან "ვერ", შეუძლებელი არაფერია. კომპანიისთვის მთავარი მიზანია ხარისხიანი პროდუქცია შესთავაზოს მომხმარებელს და კონკურენტული იყოს დაბალი ფასის შეთავაზებით.

"გორგია" წარმოდგენილია 14 ფილიალით, როგორც საქართველოში ყველა დიდ ქალაქში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, კერძოდ ბულგარეთში. კომპანიას ჰყავს გამოცდილი და კვალიფიციური გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს შესყიდვებისა და გაყიდვების საერთაშორისო ტექნოლოგიების ცოდნის გაზიარებას.

კომპანიაში დაგხვდებათ სტაბილური, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ინოვაციური და დინამიკური სამუშაო გარემო.

ჩვენ გთავაზობთ: - პროფესიული და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას; - სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს; - ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს; - თანამშრომლისთვის განკუთვნილ ფასდაკლებას; - კვებას. - Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას.

კონსულტანტი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

მომხმარებლის პროდუქციის შეთავაზება და პროდუქციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება; მომხმარებლისგან შეკვეთის მიღება და პროდუქციის მიწოდების ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება; პროდუქციის მიღებაში მონაწილეობა - პროდუქციის გახსნა, აწყობა, დაკომპლექტება, მახასიათებლების შემოწმება;

·დარბაზში პროდუქციის აღწერა, ნაშთების რაოდენობის კონტროლი - პროდუქციის შევსება, პროდუქციის შეკვეთის აუცილებლობის შესახებ მენეჯერის ინფორმირება; გაყიდვების და შეკვეთების პროგრამაში შეტანა; დარბაზში არსებულ პროდუქციაზე ფასების სწორად და დროულად დაფიქსირების უზრუნველყოფა და კონტროლი.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

· ორგანიზებული;

· კომუნიკაბელური;

· პუნქტუალური;

· შრომისმოყვარე;

· დეტალებზე ორიენტირებული.

საქმიანობის ადგილი: გორგიას რუსთავის ფილიალი

სამუშაო განაკვეთი: სრული, 5 სამუშაო დღე ცვლაში 09:30 - 18:30 / 13:00 - 22:00

მიმღები ზონის სპეციალისტი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

· გადაადგილებული საქონლის შემოსავალში მიღება, ვადებისა და ვარგისიანობის შემოწმება; · ადგილობრივი მომწოდებლებისგან მიღებული პროდუქციის ზედნადებისა და პოინტერის მეშვეობით სიზუსტით მითვლა, მათი ვადებისა და ვარგისიანობის შემოწმება; · წუნდებული პროდუქციის მიღების შემთხვევაში, მასალის დროული მიწოდება ოპერატორთან წუნდებული აქტის შედგენის მიზნით; · არასწორად მოსულ პროდუქციაზე ინფორმაციის მიწოდება გამომგზავნ საწყობთან და მათი გასწორების მონიტორინგი.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

· სრული ზოგადი განათლება; · სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

· ორგანიზებულობა; · პასუხისმგებლობის გრძნობა; · კომუნიკაბელურობა; · დეტალებზე ორიენტირებულობა.

საწყობის თანამშრომელი

· საწყობის თანამშრომლის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

· პროდუქციის მიღება/განთავსება;

· მიღებული შეკვეთის სწორად და სწრაფად გამზადება;

· მომხმარებლისათვის პროდუქციის მიწოდება;

· ტრაილერის დაცლა;

· შიდა სამუშაოები (გადალაგება, პალეტების მოწესრიგება).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

· სრული ზოგადი განათლება;

· სასურველია სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე.

პიროვნული თვისებები:

· დეტალებზე ორიენტირებული;

· პუნქტუალური;

· შრომისმოყვარე;

· კომუნიკაბელური;

· გუნდურად მუშაობის უნარი.

საქმიანობის ადგილი: გორგიას რუსთავის ფილიალი

სამუშაო განაკვეთი: სრული, 5 სამუშაო დღე ცვლაში 09:30 - 18:30 / 13:00 - 22:00

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: shown above mirrored copies, applications arrive in your dashboard, and the listing joins Google job search.

About the employer
გორგია
Similar listings

Hire in Georgia without the hassle

Free for everyone