← All vacancies

B5ZTBDGR Posted 19 Nov Views: 1

ანაზღაურებადი სტაჟირება ბიზნეს კლიენტების მრჩეველების გუნდში

პროკრედიტ ბანკი

პროკრედიტ ბანკი

Negotiable Continue to the original listing ↗

Posted 19 Nov (Days left: 29) Apply by 18 Dec

ProCredit Bank აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას ბიზნეს კლიენტების მრჩეველების გუნდში.

მდებარეობა: თბილისისტაჟირების შემდგომი დასაქმების პერსპექტივით გსურს კარიერის დაწყება საბანკო სფეროში? შემოუერთდი ProCredit Bank-ის გუნდს და მიიღე შესაძლებლობა შეიძინო პრაქტიკული გამოცდილება, იმუშაო დინამიურ გარემოში, ისწავლო პროფესიონალებისგან და წარმატებული სტაჟირების შემდეგ გააგრძელო კარიერა ბანკში. ProCredit Bank გერმანული საერთაშორისო ჯგუფის წევრია, რაც გაძლევს შესაძლებლობას კარიერა დაიწყო საერთაშორისო სტანდარტებით მოქმედ ფინანსურ ინსტიტუტში და მიიღო ღირებული გამოცდილება პროფესიულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოში.

რა გელოდება ჩვენთან?

  • ანაზღაურებადი სტაჟირება
  • რეალური გამოცდილება საბანკო სფეროში და არა მხოლოდ თეორიული ცოდნის მიღება
  • მენტორისა და გამოცდილი კოლეგების მხარდაჭერა, რომლებიც დაგეხმარებიან პროფესიულ განვითარებაში
  • საერთაშორისო, გერმანულ ჰოლდინგში შემავალი ბანკის გარემოში მუშაობის გამოცდილება
  • სტუდენტებზე მორგებული სამუშაო გარემო, სადაც სწავლასა და კარიერულ განვითარებას შორის ბალანსი მნიშვნელოვანია
  • კარიერული ზრდისა და დასაქმების რეალური შესაძლებლობა სტაჟირების წარმატებით დასრულების შემდეგ
  • გამოცდილებას, რომელიც შენი კარიერის ძლიერი სტარტი გახდება

ეს შესაძლებლობა შენთვისაა, თუ

  • მე-3 ან მე-4 კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული ხარ
  • ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირეტესობად
  • დაინტერესებული ხარ საბანკო და ფინანსური სფეროთი
  • ხარ მოტივირებული, პასუხისმგებლიანი და სწრაფად ითვისებ ახალ ცოდნას
  • გაქვს საბანკო სფეროში მუშაობის მცირეხნიანი გამოცდილება (თუმცა არ არის სავალდებულო)

რატომ შეიძლება ეს იყოს შენი კარიერის სწორი დასაწყისი? თუ გსურს სწავლასთან ერთად მიიღო რეალური პროფესიული გამოცდილება, იმუშაო საერთაშორისო სტანდარტებით მოქმედ ბანკში, განივითარო პრაქტიკული უნარები და კარიერის დაწყებისთანავე მოხვდე გარემოში, სადაც შენს განვითარებაში რეალურად დებენ ინვესტიციას, მაშინ ეს შესაძლებლობა შენთვისაა.

გადადგი შენი კარიერის პირველი ნაბიჯი ProCredit Bank-თან ერთად!

გამოგვიგზავნე CV ვაკანსიის დასახელებით „სტაჟიორი (თბილისი)” შემდეგ ელ. ფოსტაზე. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 18.12.2026

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება (მათ შორის შესაძლოა გადაეცეს პროკრედიტ ჯგუფში შემავალ სხვა ქვეყნებს) სს „პროკრედიტ ბანკის“ მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 6 [ექვსი] თვის ვადით. გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე. სს“პროკრედიტ ბანკი“ კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. დისკრიმინაციისგან დაცვა ასევე უზრუნველყოფილია შრომითი ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე. თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ: 2 20 22 22.

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post