Earn

Bring people to findjobs.ge and earn 5⁠–⁠25% of what they pay. Free to start, paid by results.

← All vacancies

B647EJ46 Posted 17 Nov Views: 1

ქსელური ობიექტების გაყიდვების სუპერვაიზერი

Tbilisi Full-time Sales
Negotiable Sign in and apply

Posted 17 Nov (Days left: 30) Apply by 17 Dec

კომპანია "ზედაზენი 2012" აცხადებს ვაკანსიას ქსელური ობიექტების გაყიდვების სუპერვაიზერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: მცხეთა, საგურამო დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი

შპს "ზედაზენი 2012"-ის შესახებ

შპს "ზედაზენი 2012" არის სს "ქართული ლუდის კომპანიის" დისტრიბუციის კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს კომპანიის პროდუქციის ეფექტურ მიწოდებას საქართველოს მასშტაბით. კომპანია მართავს ფართო და მრავალარხიან დისტრიბუციის ქსელს და თანამშრომლობს როგორც ქსელურ, ისე დამოუკიდებელ საცალო სავაჭრო ობიექტებთან. ოპერაციული პროცესების მაღალი სტანდარტითა და ბაზრის ღრმა ცოდნით, "ზედაზენი 2012" უზრუნველყოფს ბრენდების მაქსიმალურ ხელმისაწვდომობას ქვეყნის ყველა რეგიონში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები

  • ქსელურ საცალო ობიექტებთან თანამშრომლობისა და გაყიდვების მიმართულების მართვა;
  • ქსელურ ობიექტებში კომპანიის პროდუქციის ხელმისაწვდომობის, განთავსებისა და გაყიდვების შედეგების კონტროლი;
  • ქსელურ ობიექტებზე დასაქმებული მერჩენდაიზერების მართვა, კოორდინაცია და მათი საქმიანობის მონიტორინგი;
  • მერჩენდაიზერების სამუშაო მარშრუტებისა და განრიგის დაგეგმვა და კონტროლი;
  • მერჩენდაიზერების მიერ კომპანიის სავაჭრო სტანდარტების, პლანოგრამებისა და სამუშაო ინსტრუქციების შესრულების მონიტორინგი;
  • მერჩენდაიზერების მუშაობის შედეგების შეფასება და საჭიროების შემთხვევაში გაუმჯობესების ღონისძიებების დაგეგმვა;
  • ქსელურ ობიექტებში პროდუქციის მარაგების, განთავსების, ვადებისა და FIFO პრინციპის კონტროლი;
  • სავაჭრო და სარეკლამო აქტივობების განხორციელების კოორდინაცია და კონტროლი;
  • ქსელურ ობიექტებთან ეფექტური კომუნიკაციისა და გრძელვადიანი საქმიანი ურთიერთობების უზრუნველყოფა;
  • გაყიდვების შედეგებისა და ძირითადი მაჩვენებლების მონიტორინგი და ანალიზი;
  • გაყიდვებისა და მერჩენდაიზერების მუშაობის შესახებ რეგულარული რეპორტების მომზადება;
  • პოზიციასთან დაკავშირებული სხვა ყოველდღიური ამოცანების შესრულება.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე. გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ: "ქსელური ობიექტების გაყიდვების სუპერვაიზერი - მცხეთა, საგურამო".

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გადმოგზავნილი პერსონალური მონაცემები დამუშავდება საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post