Earn

Bring people to findjobs.ge and earn 5⁠–⁠25% of what they pay. Free to start, paid by results.

← All vacancies

BPQC57YF Posted 19 Nov Views: 4

კონსულტანტი

Negotiable Sign in and apply

Posted 19 Nov (Days left: 30) Apply by 19 Dec

"ახალი ხედვა" წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან სამედიცინო ჯგუფს საქართველოში, რომელიც ოპერირებს ორთოპედიის, ტრავმატოლოგიის, ანგიოლოგიის, ინდივიდუალური ინსოლების, რეაბილიტაციისა და სამედიცინო საცალო ქსელის მიმართულებით. კომპანია აერთიანებს პროფესიულ და საცალო გაყიდვებს, კატეგორიის მენეჯერებს, მარკეტინგის მიმართულებას და მრავალპროფილურ კომერციულ გუნდს.

სამედიცინო ჯგუფი ახალი ხედვა აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე თბილისში.

ადგილმდებარეობა: თბილისი სამუშაო განაკვეთი: სრული განაკვეთი, 8-საათიანი გრაფიკი, 5/2 ანაზღაურება: 800 ლ + ბონუსი

ფუნქცია-მოვალეობები

  • პროდუქციის ცოდნა, პაციენტისთვის სრულყოფილი კონსულტაციის გაწევა;
  • მაღაზიის რეალიზაციის მუდმივ ზრდაზე ზრუნვა;
  • კომპანიაში არსებული სტანდარტების მიხედვით თაროებზე პროდუქციის განთავსების სტილის დაცვა;
  • ნაშთისა და პროდუქციის უწყვეტობის კონტროლი, შეკვეთების დროული გაკეთება;
  • სალაროს ოპერაციები წარმოება;
  • პროდუქციის მიღება, მითვლა, დასაწყობება;
  • უშუალო ხელმძღვანელის სხვადასხვა დავალებების შესრულება;
  • მომსახურების სტანდარტების დაცვა.

ჩვენ გთავაზობთ

  • ანაზღაურებადი სტაჟირება და სწავლება;
  • დამატებითი სამუშაო საათების ანაზღაურება;
  • გრძელვადიანი თანამშრომლობა;
  • კარიერული განვითარება - პოზიციური და ფინანსური წინსვლის პერსპექტივა;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა, FITPASS.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
  • მომსახურების სფეროში გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა; FINA ჩაითვლება უპირატესობად;
  • სალაროსთან მუშაობის გამოცდილება

უნარ-ჩვევები

  • ენერგიული;
  • აქტიური;
  • პოზიტიური;
  • პუნქტუალური;
  • შრომისმოყვარე;
  • ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება (კონსულტანტი)

გაცნობებთ, რომ კონკურსის ფარგლებში თქვენი განაცხადი (CV) და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები, კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, მათ შორის კონკურსის შედეგებთან დაკავშირებით სამართლებრივი დავის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით, დამუშავდება კონკურსის დასრულებიდან 1 წლის ვადით.

ამასთან, თუ გსურთ თქვენი განაცხადი (CV) და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები დამუშავდეს შემდგომში, სხვა ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განხილვის მიზნით, გთხოვთ, აღნიშნულთან დაკავშირებით თქვენი თანხმობის შესახებ მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე აღნიშნული თანხმობის გამოხმობა შეგიძლიათ ნებისმიერ დროს, ამავე ელექტრონული ფოსტის საშუალებით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 თავით მინიჭებული უფლების ფარგლებში.

თანხმობის შემთხვევაში, სხვა ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განხილვის მიზნით, განაცხადი (CV) შეინახება კონკურსის დასრულებიდან/შეწყვეტიდან 1 წლის განმავლობაში.

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post