8848 live vacancies
← All vacancies

W6E8PQRR Posted 25 Aug 2 views

რესტორნებისა და სერვისების განვითარების დირექტორი

Episode Food Holding external listing
Remote Full-time Administration / Management
Negotiable Apply by

"Episode Food Holding" აცხადებს ვაკანსიას რესტორნებისა და სერვისების განვითარების დირექტორის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: კახეთი (სათაო ოფისი)

მივლინებები: რეგულარული ვიზიტები ჰოლდინგის ობიექტებში (თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, კახეთი)

ჩვენ შესახებ:

Episode Food არის სწრაფად მზარდი ჰოლდინგი HoReCa სექტორში, რომელიც აერთიანებს:

** რესტორნების ქსელს "სახლში"

** "თბილისის სახლში"

** "ბათუმის სახლში"

** "ქუთაისის სახლში"

** სასტუმრო კახეთში - 70 ნომერი, 3 რესტორანი

** სასტუმრო თბილისში - 49 ნომერი, 1 რესტორანი.

ჩვენი მიზანია საქართველოში სტუმარმასპინძლობის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ბრენდის შექმნა, სადაც სტუმარი ნებისმიერ ობიექტში იღებს ერთნაირად მაღალხარისხიან მომსახურებასა და გამოცდილებას.

პოზიციის მიზანი:

რესტორნებისა და სერვისების განვითარების დირექტორი პასუხისმგებელი იქნება Episode Food Holding-ში შემავალი რესტორნების განვითარების, მომსახურების ხარისხის, სტუმრის გამოცდილების, ბრენდის სტანდარტებისა და პერსონალის პროფესიული განვითარების სისტემების შექმნასა და მართვაზე.

პოზიცია ითვალისწინებს ძირითადად კახეთში მდებარე სათაო ოფისიდან მუშაობას, ობიექტების დისტანციურ მხარდაჭერასა და რეგულარულ ვიზიტებს ჰოლდინგის ყველა რესტორანში.

პოზიცია ექვემდებარება საოპერაციო დირექტორს (COO).

ძირითადი მოვალეობები:

რესტორნების განვითარება:

** ჰოლდინგში შემავალი რესტორნების განვითარების სტრატეგიის დაგეგმვა და განხორციელება;

** რესტორნების მენეჯერებთან მუდმივი თანამშრომლობა;

** ბრენდის ერთიანი სტანდარტების დანერგვა და კონტროლი;

** მომსახურების პროცესების გაუმჯობესება და განვითარება;

** სტუმრის გამოცდილების უწყვეტი განვითარების ინიციირება.

სერვისის სტანდარტები:

** მომსახურების ერთიანი სტანდარტების (Service Standards) შექმნა;

** SOP-ების შემუშავება და დანერგვა;

** Guest Journey-ის დაგეგმვა და გაუმჯობესება;

** მომსახურების ხარისხის მუდმივი შეფასება;

** Mystery Guest პროგრამის დანერგვა და მართვა.

ხარისხის კონტროლი:

** რესტორნების გეგმიური და არაგეგმიური აუდიტების ჩატარება;

** მომსახურების, სისუფთავისა და ბრენდის სტანდარტების კონტროლი;

** სტუმართა უკუკავშირის ანალიზი;

** Google Reviews, TripAdvisor და სხვა პლატფორმებზე შეფასებების მონიტორინგი;

** პრობლემური მიმართულებების იდენტიფიცირება და გაუმჯობესების გეგმის შემუშავება.

პერსონალის განვითარება:

** მომსახურების გუნდისა და მენეჯერების ტრენინგების დაგეგმვა;

** შეფასების სისტემების დანერგვა;

** კარიერული განვითარების პროცესის მხარდაჭერა;

** ლიდერების განვითარების პროგრამების შექმნა;

** მომსახურების კულტურის განვითარება ჰოლდინგის მასშტაბით.

ბიზნესის განვითარება:

** სტუმრის კმაყოფილების მაჩვენებლების გაუმჯობესება;

** სტუმრის დაბრუნების მაჩვენებლის (Guest Retention) ზრდა;

** მომსახურების ხარისხის გავლენის ანალიზი ფინანსურ შედეგებზე;

** ინოვაციური მომსახურების პროექტების ინიციირება;

** ახალი რესტორნების გახსნის პროცესში მონაწილეობა.

რეპორტინგი:

** ყოველკვირეული და ყოველთვიური ანგარიშების მომზადება COO-სთვის;

** KPI-ების მონიტორინგი;

** განვითარების გეგმების მომზადება თითოეული ობიექტისთვის;

** სერვისის ხარისხის ანგარიშგება.

კანდიდატის პროფილი:

** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, სტუმარმასპინძლობის, მენეჯმენტის ან მონათესავე მიმართულებით;

** მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება HoReCa სექტორში ხელმძღვანელ პოზიციაზე;

** მრავალფილიალური რესტორნების ქსელთან მუშაობის გამოცდილება;

** Service Excellence-ის სისტემების დანერგვის გამოცდილება;

** ტრენინგებისა და თანამშრომლების განვითარების გამოცდილება;

** სტუმრის გამოცდილების (Guest Experience) მართვის პრაქტიკული გამოცდილება;

** ძლიერი ლიდერული და კომუნიკაციის უნარები;

** KPI-ებისა და ხარისხის შეფასების სისტემების ცოდნა;

** Microsoft Office-ის (განსაკუთრებით Excel) მაღალ დონეზე ცოდნა;

** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული თვისებები:

** ლიდერობა;

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

** სტრატეგიული აზროვნება;

** სტუმარზე ორიენტირებულობა;

** ინოვაციური ხედვა;

** შედეგზე ორიენტირებულობა;

** მაღალი ორგანიზებულობა;

** კომუნიკაციისა და მოლაპარაკების ძლიერი უნარები.

რას გთავაზობთ:

** კონკურენტულ ანაზღაურებას;

** KPI-ებზე დაფუძნებულ ბონუს სისტემას;

** კომპანიის ავტომობილს ან მგზავრობის/საწვავის კომპენსაციას სამსახურებრივი ვიზიტებისთვის;

** პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას;

** მონაწილეობას სწრაფად მზარდი ჰოლდინგის განვითარებაში;

** გადაწყვეტილებების მიღების თავისუფლებასა და გავლენას კომპანიის განვითარებაზე.

სამუშაო ფორმატი:

** სრული განაკვეთი;

** ძირითადი სამუშაო ადგილი — კახეთი (სათაო ოფისი);

** რეგულარული ვიზიტები თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და კახეთში მდებარე ობიექტებში;

** ყოველდღიური ონლაინ შეხვედრები, აუდიტები, ტრენინგები და განვითარების პროექტების მართვა.

თუ გსურთ შექმნათ საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო სტუმარმასპინძლობის სერვისის კულტურა და თქვენი გამოცდილებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოთ Episode Food Holding-ის განვითარებაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: shown above mirrored copies, applications arrive in your dashboard, and the listing joins Google job search.

About the employer
Episode Food Holding
Similar listings

Hire in Georgia without the hassle

Free for everyone