Earn

Bring people to findjobs.ge and earn 5⁠–⁠25% of what they pay. Free to start, paid by results.

← All vacancies

CD801V9Q Posted 17 Nov Views: 11

აღმასრულებელი დირექტორი

ვიქტორია 98 external listing
₾10000 / month Sign in and apply

+280% vs the usual · usual 2,635 ₾ · 142 ads

Posted 17 Nov (Days left: 30) Apply by 17 Dec

შპს "ვიქტორია 98" (GARDEROBE GROUP) საქართველოს ბაზარზე 1996 წლიდან არსებობს და წარმოადგენს მამაკაცისა და ქალის მსოფლიოში წამყვან ევროპულ ბრენდებს. ჩვენ, პირველად საქართველოში, ქართველ მომხმარებელს შევთავაზეთ ისეთი პრემიუმ ბრენდების ფართო არჩევანი, როგორიცაა: Roy Robson, Fynch Hatton, Hiltl, SeidenSticker, Joop! Bottega Veneta, Santoni, Aquazzura, Ferragamo, Dolce&Gabbana, Jimmy Choo.

"ვიქტორია98" ერთადერთი ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში ისეთი საერთაშორისოდ აღიარებული და ცნობილი ბრენდებისა, როგორიცაა " ZEGNA` "HUGO" "BOSS" და "PAUL&SHARK".

კომპანია შპს "ვიქტორია 98" აცხადებს ვაკანსიას აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი სამუშაო განაკვეთი: სრული; ორშაბათი-შაბათი ანაზღაურება: გამოსაცდელ პერიოდში 10, 000 ლარი (გამოსაცდელი ვადა 6 თვე)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები

  • კომპანიის გრძელვადიანი სტრატეგიის, ბიზნეს-გეგმისა და ბრენდების პორტფელის განვითარების ხედვის შემუშავება და დამფუძნებლებთან შეთანხმება;
  • უცხოელ პარტნიორებთან და ბრენდების სათავო ოფისებთან მაღალი დონის მოლაპარაკებების წარმოება, ფრენშაიზინგისა და ექსკლუზიური წარმომადგენლობის პირობების გაუმჯობესება;
  • კომპანიის წლიური ბიუჯეტის დამტკიცება, მოგებიანობისა (EBITDA) და ფულადი ნაკადების (Cash Flow) მაკრო-კონტროლი, მსხვილი საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღება;
  • ახალი ლოკაციების ათვისების სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღება; წამყვან სავაჭრო ცენტრებთან (მოლებთან) სტრატეგიული პარტნიორობა და საიჯარო პირობების შეთანხმება;
  • ფინანსური და ბიზნეს-მაჩვენებლების მართვაში მონაწილეობის მიღება;
  • კომპანიის სახელით მოქმედება სახელმწიფო უწყებებთან, ბანკებთან, ინვესტორებთან და ბიზნეს-ასოციაციებთან;
  • დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების საქმიანობის სრულ კოორდინაციაში, მართვასა და ეფექტურობის გაზრდაში მონაწილეობის მიღება.

სტრატეგიული განვითარება

  • ბაზრის, კონკურენტებისა და მომხმარებელთა ქცევის ანალიზი; ახალი მაღაზიების გახსნის/ლოკაციების შერჩევის პროცესში მონაწილეობა;
  • გაყიდვების გეგმების დასახვაში მონაწილეობის მიღება და კომპეტენციის ფარგლებში მათ შესრულებაზე პასუხისმგებლობა;
  • ვიზუალური იდენტობის, მერჩენდაიზინგისა და ბრენდის სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა;
  • სასაქონლო მარაგების ოპტიმალური ნაშთების კონტროლი მაღაზიებში, მოთხოვნად პროდუქციაზე დეფიციტის თავიდან აცილება;
  • გაყიდვების გეგმების დასახვაში მონაწილეობის მიღება და მათი შესრულების მონიტორინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირების (MBA) ან სამართლის მიმართულებით;
  • მინიმუმ 5-7-წლიანი მუშაობის გამოცდილება ტოპ-მენეჯერულ პოზიციაზე (CEO, COO, გენერალური დირექტორი), სასურველია მსხვილი საცალო ვაჭრობის (Retail), ფრენშაიზინგის ან სავაჭრო ჰოლდინგების სფეროში.

პროფესიული უნარები და კომპეტენციები

  • სტრატეგიული დაგეგმვისა და ბიზნეს-განვითარების ძლიერი უნარები;
  • საერთაშორისო პარტნიორებთან და ბრენდებთან მოლაპარაკებების წარმატებული გამოცდილება (მათ შორის, ინგლისურენოვან გარემოში);
  • ფინანსური მენეჯმენტის ღრმა ცოდნა (P&L, Cash Flow, ბიუჯეტირება, ინვესტიციები);
  • ლიდერობის, გუნდის მართვისა და კორპორატიული კულტურის ჩამოყალიბების უნარი;
  • ინგლისური ენის თავისუფლად ცოდნა — აუცილებელია საერთაშორისო ბრენდებთან კომუნიკაციისთვის; სასურველია სხვა უცხოური ენის ცოდნა.

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ ელ. ფოსტაზე და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება "აღმასრულებელი დირექტორი".

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, საქართველოს კანონის "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" შესაბამისად, ექვემდებარება შენახვა-დამუშავებას 1 წლის განმავლობაში.

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post