Earn

Bring people to findjobs.ge and earn 5⁠–⁠25% of what they pay. Free to start, paid by results.

← All vacancies

E2T658XJ Posted 19 Nov Views: 3

სატვირთო მანქანის მექანიკოსი

Negotiable Sign in and apply

Posted 19 Nov (Days left: 30) Apply by 19 Dec

"ფოლადის სახლი" 2014 წლიდან ოპერირებს საქართველოს სამშენებლო მასალების ბაზარზე და ინდუსტრიის ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა. ჩვენი საქმიანობა მოიცავს რკინის სამშენებლო მასალების ადგილობრივ წარმოებას, იმპორტსა და რეალიზაციას. კომპანია აერთიანებს 4 საწარმოს, ფილიალებს თბილისსა და ბათუმში და სასაწყობე ბაზას ვაზიანში. მრავალწლიანი გამოცდილება, და 5000-ზე მეტი მომხმარებლის ნდობა ჩვენი სტაბილური განვითარებისა და წარმატების საფუძველია.

კომპანია "ფოლადის სახლი" აცხადებს ვაკანსიას: სატვირთო მანქანის მექანიკოსის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები

  • ძრავის ზეთის შეცვლა;
  • გადაცემათა კოლოფის ზეთის შეცვლა;
  • დიფერენციალის/ხიდის ზეთის შეცვლა;
  • ძრავის ზეთის, ჰაერის, სალონისა და საწვავის ფილტრების შეცვლა;
  • ანტიფრიზის/გამაგრილებელი სითხის შეცვლა და დამატება;
  • საჭის ჰიდრავლიკის სითხის შეცვლა;
  • ავტომობილის ტექნიკური სითხეების დონისა და მდგომარეობის შემოწმება;
  • აკუმულატორის შეცვლა;
  • სამუშაო პროცესის ხარისხიანად და უსაფრთხოების წესების დაცვით შესრულება;
  • სამუშაო ადგილის სისუფთავისა და მოწესრიგებულობის უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
  • სასურველია შესაბამისი განათლება პროფესიულ, ან უმაღლეს სასწავლებელში
  • სასურველია საავტომობილო მიმართულების ტექნიკური და სადიაგნოსტიკო პროგრამების ცოდნა

ვაკანსიის პირობები

  • სამუშაო ადგილი: ვაზიანი
  • სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული
  • ანაზღაურება: შეთანხმებით
  • დამატებითი ბენეფიტები: ტრანსპორტირება, კვება

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე და გთხოვთ, ველში subject მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება ან დაგვიკავშირდით ნომერზე.

ვაკანსიაზე აპლიკაციის წარდგენით თქვენ აცხადებთ თანხმობას, რომ თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს შპს "ფოლადის სახლი"-ის მიერ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

თქვენს მიერ წარმოდგენილი მონაცემები დამუშავდება მხოლოდ იმ მიზნით, რომ განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა შესაბამის ვაკანსიაზე დასაქმების მიზნით.

თქვენს მონაცემებს შევინახავთ უსაფრთხოდ შესაბამისი ტექნიკური და ორგანიზაციული უსაფრთხოების ზომების დაცვით 6 თვის განმავლობაში იმ შემთხვევისთვის, თუ მომავალში გაჩნდება შესაფერისი პოზიცია და განვიხილავთ თქვენს დასაქმებას. შენახვის ვადის გასვლის შემდეგ ისინი სრულად განადგურდება/წაიშლება.

თქვენ გაქვთ უფლება

  • მოითხოვოთ ინფორმაცია თქვენი მონაცემების დამუშავების შესახებ;
  • მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება ან წაშლა;
  • გამოიხმოთ თანხმობა მონაცემების დამუშავებაზე ნებისმიერ დროს, რის შემდეგაც მონაცემები წაიშლება კანონმდებლობით დადგენილი წესით;
  • ისარგებლოთ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა უფლებებით.

თქვენი უფლებებით სარგებლობისთვის ან პერსონალურ მონაცემთა დამუშავების/დაცვის საკითხებზე გთხოვთ გამოგვიგზავნეთ შეტყობინება ელფოსტაზე ან წარმოადგინეთ განცხადება ოფისში (მის.: ქ. თბილისი, ივანე იუმაშევის ჩიხი N14).

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post