8,490 live vacancies
← All vacancies

E4V0JYCM Posted 8 Sep 106 views

VIP Transfer Georgia

VIP Transfer Georgia

კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი

VIP Transfer Georgia external listing
Remote Full-time Sales
Sign in and apply
₾1500 / month Apply by 25 Sep

"VIP Transfer Georgia" სატრანსპორტო მომსახურების კომპანია — ეძებს კორპორატიული გაყიდვების მენეჯერს.

"Vip Transfer Georgia" ემსახურება როგორც ინდივიდუალურ მომხმარებლებს, ასევე დიპლომატიურ წარმომადგენლობებს, სასტუმროებს, ტურისტულ კომპანიებს, კორპორაციებს, ღონისძიებების ორგანიზატორებსა და საერთაშორისო კომპანიებს, და სთავაზობს უმაღლესი ხარისხის სატრანსპორტო და პერსონალური დაცვის მომსახურებას.

ვეძებთ აქტიურ, კომუნიკაბელურ და შედეგზე ორიენტირებულ ადამიანს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ახალი კორპორაციული პარტნიორების მოძიებასა და მოზიდვაზე.

ჩვენ გთავაზობთ:

  • მოქნილი სამუშაო პირობები (დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობა)
  • ფიქსირებულ ხელფასს: 1, 500 ლარი + ბონუსი მოზიდული შეკვეთებიდან.

ძირითადი მოვალეობები:

  • ახალი კორპორაციული კლიენტების მოძიება და ბაზის შექმნა
  • პოტენციურ კლიენტებთან მათზე მორგებული შეთავაზებების გაგზავნა/წარდგენა და ახალი კლიენტების მოზიდვა
  • მოზიდულ კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება და გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება
  • არსებული კლიენტების შენარჩუნება და გაყიდვების გაზრდა
  • სასტუმროებთან, ტურისტულ სააგენტოებთან, კომპანიებთან, ღონისძიებების ორგანიზატორებთან და სხვა მიმართულების კორპორაციულ კლიენტებთან ყოველდღიური კომუნიკაცია ელ. ფოსტით, ტელეფონით და სოციალური ქსელებით
  • CRM-ში კლიენტების ინფორმაციისა და კომუნიკაციის ისტორიის წარმოება
  • ბაზრის ანალიზი და გაყიდვების პროცესის ოპტიმიზაცია
  • ყოველკვირეული შედეგების ანგარიშის მომზადება.

მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

  • გაყიდვების ტექნიკების ცოდნა; გაყიდვების სფეროში გამოცდილება ჩაითვლება დიდ უპირატესობად
  • კარგი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები
  • პასუხისმგებლობიანი და ორგანიზებული მუშაობის სტილი
  • მიზნებზე და შედეგზე ორიენტირებულობა
  • ქართული და ინგლისური ენის კარგი ცოდნა
  • საოფისე პროგრამებისა და ონლაინ კომუნიკაციის საშუალებების გამოყენების უნარი
  • სატრანსპორტო, ტურიზმის, სასტუმროების ან სატრანსპორტო სფეროში გამოცდილება ჩაითვლება დამატებით უპირატესობად

თუ ხარ ენერგიული, კომუნიკაბელური და გამოცდილი გაყიდვებში — გამოგვიგზავნე CV შემდეგ ელფოსტის მისამართზე.

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: shown above mirrored copies, applications arrive in your dashboard, and the listing joins Google job search.

About the employer
VIP Transfer Georgia
Similar listings

Hire in Georgia without the hassle

Free to post