8847 live vacancies
← All vacancies

ECKDZWHG Posted 25 Aug 5 views

ვეტ ექიმი

GAF - საქართველოს ცხოველთა ფედერაცია external listing
Batumi Full-time Medicine / Pharmacy
₾3000 / month Apply by

"GAF - საქართველოს ცხოველთა ფედერაცია" აცხადებს ვაკანსიას!

გიყვართ ცხოველები და გსურთ თქვენი ცოდნით ყოველდღიურად მათ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე იზრუნოთ?

თუ ვეტერინარული მედიცინა თქვენთვის მხოლოდ პროფესია კი არა, პასუხისმგებლობა და მოწოდებაა, გიწვევთ "საქართველოს ცხოველთა ფედერაციის" გუნდში. GAF ვეტერინალური კლინიკების ქსელი და კერძო ორგანიზაციაა, რომელიც უზრუნველყოფს ვეტერინარულ მომსახურებას და ზრუნავს ცხოველთა ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე.

ქალაქ ბათუმში ვეძებთ გამოცდილ ვეტ ექიმებს, რომლებიც გახდებიან ჩვენი გუნდის მნიშვნელოვანი წევრები და იზრუნებენ ჩვენი ოთხფეხა მეგობრების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე.

ძირითადი მოთხოვნები:

** ვეტერინარად/ვეტ ექიმად მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება - აუცილებელია

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

** ცხოველების მიმართ მზრუნველი და ჰუმანური დამოკიდებულება

** გუნდში მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი

მდებარეობა: ტბელ აბუსერიძის 49, ბათუმი.

გრაფიკი: სრული, კვირაში 6 სამუშაო დღე - 19:00-03:00 (1 საათი შესვენება)

ანაზღაურება: 3000 ლარიდან, გამოცდილების მიხედვით.

თუ გსურთ იმუშაოთ გარემოში, სადაც თითოეულ პაციენტს განსაკუთრებული ყურადღებითა და სიყვარულით ექცევიან და თქვენი პროფესიული ცოდნა რეალურად ცვლის ცხოველების ცხოვრებას, მოხარული ვიქნებით გაგიცნოთ.

დაგვიკავშირდით:

ან მოგვწერეთ და ჩაგვიგდეთ თქვენი CV/რეზიუმე: და subject-ში მიუთითეთ "ვეტ ექიმი - ბათუმი".

შემოუერთდით GAF-ის გუნდს და ერთად ვიზრუნოთ მათზე, ვისაც ჩვენი დახმარება ყველაზე მეტად სჭირდება.

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: shown above mirrored copies, applications arrive in your dashboard, and the listing joins Google job search.

About the employer
GAF - საქართველოს ცხოველთა ფედერაცია
Similar listings

Hire in Georgia without the hassle

Free for everyone