9,121 live vacancies
← All vacancies

ERET1J7N Posted 25 Sep 6 views

გეფა

გეფა

ექსპედიტორის დამხმარე

გეფა external listing
Tbilisi Full-time Logistics / Drivers
Continue to the original listing ↗
Negotiable Apply by 26 Oct

სს "გეფა" წარმოადგენს საქართველოში ყველაზე მსხვილ ფარმაცევტულ კომპანიას საცალო, საბითუმო და პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით. სს "გეფა" ჯორჯია კაპიტალის (GCAP), ჯგუფში შემავალი კომპანიაა, რომლის აქციებიც განთავსებულია ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ ლისტში. "გეფას" ქვეშ გაერთიანებული ბრენდებია: GPC, Pharmadepot, The Body Shop და Afflelou Paris.

"გეფა", როგორც დამსაქმებელი თავს პასუხისმგებლად თვლის იზრუნოს, ისეთი კორპორატიული კულტურის შექმნაზე, სადაც თითოეული ადამიანის უნიკალურობა საერთო მიზნისკენ სვლას უწყობს ხელს.

გეფას გუნდში ვეძებთ ექსპედიტორის დამხმარეს.

შემოგვიერთდი! განავითარე შენი კარიერა კომპანია გეფასთან ერთად!

რას გთავაზობთ ჩვენ?!

  • მეგობრულ და შედეგზე ორიენტირებულ გუნდს
  • ჯანმრთელობასა და თავის მოვლასთან დაკავშირებულ ბენეფიტებს
  • კვების დაფინანსებას
  • სატრანსპორტო მომსახურებას

ჩვენი სამუშაო პირობებია!

  • ვმუშაობთ ორშაბათი-პარასკევის ჩათვლით
  • სამუშაო გრაფიკი: 09:00-18:00 ან 10:00-19:00
  • მისამართი: დიდი დიღომი, პეტრე იბერის 13; ეველინა თავაძის 14 (ყოფილი ფეიქრების 14)

რისი კეთება მოგიწევს ჩვენთან?

  • მძღოლის დახმარება აფთიაქების მომარაგებაში ყოველდღიური შეკვეთების მიხედვით
  • ზედნადებების მიხედვით პროდუქციის დატვირთვა და მითვლა
  • საჭიროების შემთხვევაში, უშუალო ხელმძღვანელის მითითებების შესაბამისად გუნდურ სამუშაოებში ჩართულობა.

რა დაგჭირდება ამ პოზიციაზე?!

  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
  • საშუალო განათლება

რომელი უნარები დაგეხმარება საქმის უკეთ შესრულებაში?!

  • პასუხისმგებლობის გრძნობა
  • მოწესრიგებულობა
  • დაკვირვების უნარი
  • დისციპლინა

თუ გრძნობ, რომ ეს საქმე შენია, შემოგვიერთდი, გამოგვიგზავნე CV შემდეგ ელ.მისამართზე: jobs@gepha.com (გთხოვთ, მეილის subject ველში მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება) ან დაგვირეკეთ მითითებულ ნომერზე: 577 34 15 50

"გეფა" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება სს "გეფა"-ს მიერ (ს/ნ 201991229) (უფლებამოსილი თანამშრომლების მეშვეობით), "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

თქვენს მიერ, ჩვენთვის, CV-ის სახით, მოწოდებული პერსონალური მონაცემები დამუშავდება: კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან; დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 5 წლის ვადით. თქვენ უფლებამოსილი ხართ მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მოაწოდეთ სს "გეფა"-ს და მოითხოვოთ აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. ამისთვის გთხოვთ, მოგვმართოთ ელ-ფოსტაზე: HR.info@gepha.com.

სს "გეფა" აღიარებს, რომ სხვადასხვა განათლებისა და გამოცდილების მქონე ადამიანებს შეუძლიათ სამუშაო ადგილი გაამდიდრონ მნიშვნელოვანი ღირებულებით. კომპანია მაქსიმალურად უზრუნველყოფს რომ არ მოხდეს პირდაპირი თუ არაპირდაპირი დისკრიმინაცია ნებისმიერი საფუძვლით, მათ შორის, როგორიცაა: კანის ფერი; ენა; ეთნიკური და სოციალური კუთვნილება; რასა; ეროვნება; წარმოშობა; ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობა; შრომითი ხელშეკრულების სტატუსი; საცხოვრებელი ადგილი; ასაკი; სქესი; სექსუალური ორიენტაცია; შეზღუდული შესაძლებლობა; ჯანმრთელობის მდგომარეობა; რელიგია; საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი კუთვნილება; ოჯახური მდგომარეობა; პოლიტიკური ან სხვა შეხედულებები; ან სხვა ნიშანი, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას.

სს "გეფა" დაიცავს თქვენი მონაცემების კონფიდენციალურობას ინფორმაციისა და ინფორმაციული სისტემების წვდომის, ერთიანობის და ავთენტიფიკაციის უზრუნველყოფით.

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: shown above mirrored copies, applications arrive in your dashboard, and the listing joins Google job search.

About the employer
გეფა
Similar listings

Hire in Georgia without the hassle

Free to post