შშმ პირთა პერსონალური ასისტენტი
"ხელი ხელს" აცხადებს შშმ პირთა პერსონალური ასისტენტის ვაკანსიას თბილისში.
გსურთ თქვენი საქმიანობით რეალური ცვლილება მოუტანოთ ადამიანების ცხოვრებას? შემოუერთდით ჩვენს გუნდს და მხარი დაუჭირეთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს დამოუკიდებელი და ღირსეული ცხოვრების წარმართვაში.
ძირითადი მოვალეობები
- ბენეფიციართან სახლში ვიზიტი და მხარდაჭერა მის ბუნებრივ გარემოში;
- ინდივიდუალური საჭიროებების შესაბამისად ასისტირება (თვითმოვლის, კვების, ჰიგიენის, სოციალიზაციის, ყოველდღიური ცხოვრების უნარ-ჩვევების განვითარებასა და შესრულებაში დახმარება);
- სუპერვიზიის ქვეშ მუშაობა;
ანაზღაურება
- პრაქტიკა - მაქს. 20 საათი (არაანაზღაურებადი)
- სტანდარტული ანაზღაურება -
o სამუშაო დღეებში - 8-9 ლარი საათში; o უქმე დღეებში - 10 ლარი საათში;
სამუშაო გრაფიკი: მოქნილი გრაფიკი (შესაძლებელია საქმიანობის შეთავსება სწავლასთან ან სხვა სამსახურთან.)
სამუშაო ადგილი: თბილისის სხვადასხვა უბანი, ბენეფიციარის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
ჩვენ გთავაზობთ
- პრაქტიკული გამოცდილების მიღებას სოციალურ და ზრუნვის სფეროში:
- რეგულარულ სუპერვიზიას;
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
- კარიერული წინსვლის შესაძლებლობას (სუპერვიზორად, შემთხვევის მართვის მენეჯერად)
დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:
ან