← All vacancies

FBWQ1RXK Posted 16 Nov Views: 2

საწყობისა და ლოჯისტიკის მენეჯერი

Negotiable Sign in and apply

Posted 16 Nov (Days left: 10) Apply by 26 Nov

შპს "შეფს მარკეტი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის და ლოჯისტიკის მენეჯერის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი. სამუშაო გრაფიკი: სრული. ანაზღაურება: გამოცდილების მიხედვით

საწყობისა და ლოჯისტიკის ხელმძღვანელი ცენტრალური საწყობი · სრული განაკვეთი

პოზიციის მიზანი საკვები პროდუქციის ზუსტი მიღება, სათანადო პირობებში შენახვა, მარაგების კონტროლი და კლიენტებთან დროული მიწოდება

მოვალეობები

  • იმპორტირებული და ადგილობრივი პროდუქციის მიღება: დოკუმენტების, რაოდენობის, ვადისა და ტემპერატურის შემოწმება
  • საწყობისა და მარაგების მართვა: FEFO პრინციპი, პარტიების მიკვლევადობა, ტემპერატურული რეჟიმის კონტროლი, ინვენტარიზაცია
  • შეკვეთების მომზადება (მესაწყობესთან ერთად) მანქანის მარშრუტის დაგეგმვა და მძღოლ მიმწოდებლების მართვა (დისციპლინის კონტროლი)
  • ავტომობილების მდგომარეობის შემოწმება
  • დაბრუნებების აღრიცხვა (მიწოდების დადასტურებები, ფაქტობრივი და სისტემური მონაცემების შეჯერება)
  • პასუხისმგებლობის აღება მარაგებსა და ფასეულობებზე რაც იქნება განთავსებული ცენტრალურ საწყობში
  • სხვა საწყობის და ლოჯისტიკის პროცესებთან დაკავშირებული პროცესების მართვა

მოთხოვნები

  • მინიმუმ 2 წლის გამოცდილება საწყობში ან დისტრიბუციაში
  • სასურსათო საწყობში მუშაობის გამოცდილება (სასურველია გაყინულ/გაცივებულ პროდუქციასთან)
  • მიღების, ინვენტარიზაციის, პარტიებისა და ვადების კონტროლის ცოდნა
  • ზედნადებების გამოწერისა და სასაწყობო/ERP სისტემაში მუშაობის გამოცდილება
  • Excel-ის სამუშაო დონეზე ცოდნა
  • მენეჯერული უნარები: დავალებების განაწილება, პრიორიტეტების სწრაფი შეცვლა, დოკუმენტებთან სიზუსტე
  • B კატეგორიის მართვის მოწმობა

კანდიდატები რომლებიც შეირჩევიან გადაეგზავნებათ დაწვრილებითი სამუშაო აღწერა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით, ელექტრონულ მისამართზე არაუგვიანეს 2026 წლის 25 ნოემბრისა და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება:,,საწყობის თანამშრომელი"

წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურებისა და თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ: ეთანხმებით, რომ შპს "შეფსმარკეტი" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება ერთი წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას ჩვენს მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post