8,745 live vacancies
← All vacancies

FNEZWDY4 Posted 9 Sep 63 views

ბეტა პრინტი

ბეტა პრინტი

ტექნიკოსი - ბათუმი

Batumi Full-time Other
Sign in and apply
₾1300–2500 / month Apply by 9 Oct

ტექნიკოსის ვაკანსია „ბეტა პრინტში“!

2008 წლიდან ქართულ სარეკლამო ინდუსტრიაში დამკვიდრებული „ბეტა ჰოლდინგი“ მრავალპროფილური და დინამიკურად განვითარებადი ორგანიზაციაა. ჰოლდინგი აერთიანებს სამ შვილობილ კომპანიას - „ბეტა ივენთი“, „ბეტა პრინტი“ და „ბეტა მატერიალსი“ - რომლებიც მომხმარებელს სრულ სარეკლამო-პოლიგრაფიულ სერვისებს, მასშტაბური ღონისძიებებისთვის საჭირო უახლეს პროფესიონალურ ტექნიკასა და ინოვაციურ ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს სთავაზობენ.

ჩვენი მთავარი ღირებულება ხარისხი, მრავალფეროვნება და პროფესიონალიზმია. ჰოლდინგი მუდმივად ორიენტირებულია განვითარებაზე, ქმნის სტაბილურ და მრავალფუნქციურ სამუშაო გარემოს და ეძებს თავისი საქმის პროფესიონალებს, ვისთან ერთადაც კიდევ უფრო მასშტაბურ წარმატებებს მიაღწევს.

სამუშაოს აღწერა: - მანათობელი ყუთების, მოცულობითი ასოების და სხვადასხვა ტიპის გარე რეკლამის აწყობა/მონტაჟი/დემონტაჟი. - სტიკერებისა და ბანერების დემონტაჟი-მონტაჟი.

ძირითადი მოვალეობები: - შეკვეთაზე დროული რეაგირება და მისი აწყობა მოცემული ინსტრუქციის შესაბამისად - ობიექტზე გასვლა და პროდუქციის სწორი, უსაფრთხო მონტაჟის უზრუნველყოფა. - სამუშაოს დასრულების შემდეგ პროდუქტის ვიზუალური და ტექნიკური შემოწმება. - სამუშაო ხელსაწყოების მოვლა და მათზე პასუხისმგებლობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - ტექნიკურ იარაღებთან და ხელსაწყოებთან მუშაობის სავალდებულო ცოდნა. - მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია). - მართვის მოწმობა (სასურველია).

პიროვნული და პროფესიული თვისებები: - უნქტუალურობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა. - სიახლეების სწრაფად ათვისებისა და გუნდში ადაპტაციის უნარი.

რას გთავაზობთ? - კომფორტულ, მეგობრულ და ჯანსაღ სამუშაო გარემოს. - კონკურენტულ ანაზღაურებას: 1300 ლარი + ბონუსი (საშუალო თვიური შემოსავალი: 1800-2500 ლარი). - პროფესიული და კარიერული ზრდის რეალურ შესაძლებლობებს მუდმივად მზარდ ჰოლდინგში

შემოგვიერთდი! გამოგვიგზავნე შენი CV რეზიუმე და პორტფოლიო მისამართზე.

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: shown above mirrored copies, applications arrive in your dashboard, and the listing joins Google job search.

About the employer
ბეტა პრინტი
Similar listings

Hire in Georgia without the hassle

Free to post