← All vacancies

FP1X4DAJ Posted 20 Nov Views: 8

უსაფრთხოების დეპარტამენტის ზედამხედველი

Tbilisi Full-time Security
Negotiable Sign in and apply

Posted 20 Nov (Days left: 30) Apply by 20 Dec

Insurance · in the ad

"Marco Polo Hotel Gudauri" 1988 წელს აშენებული ისტორიული სასტუმროა, რომელმაც გადამწყვეტი როლი ითამაშა გუდაურის, როგორც სამთო-სათხილამურო კურორტის განვითარებაში.

123-ნომრიანი სასტუმრო ფუნქციონირებს სრული წლის მანძილზე და დამატებით მოიცავს სამ მაღალი კატეგორიის შალეს. Marco Polo Hotel Gudauri-ში განთავსებულია რესტორანი "სოლიკო", ლობი და ლაუნჯ ბარები, SPA-ცენტრი საუნებითა და დახურული აუზით, ასევე პადელის ღია და დახურული კორტები. სასტუმროში ასევე ხელმისაწვდომია გასართობი ზონა ბოულინგით, რომელიც რეგიონში ერთადერთია.

"Marco Polo Hotel Gudauri" აცხადებს ვაკანსიას: უსაფრთხოების დეპარტამენტის ზედამხედველი

სამუშაო ადგილი: კურორტი გუდაური.

კომპანიის მხრიდან უზრუნველყოფილია განთავსება, კვება და ჯანმრთელობის დაზღვევა.

სამუშაო განაკვეთი და გრაფიკი: 6 სამუშაო და 6 დასვენების დღე, მონაცვლეობით.

ფუნქცია-მოვალეობები

  • კომპანიის ქონების, შენობის, ინვენტარის, თანამშრომლებისა და სტუმრების უსაფრთხოების უზრუნველყოფა შიდა რეგულაციებისა და დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
  • უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მართვა, მათთვის ყოველდღიური დავალებების განაწილება, სამუშაო პროცესის მონიტორინგი და შესრულების ხარისხის შეფასება;
  • უსაფრთხოების თანამშრომლების სწავლებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, მათი მოტივაციისა და ეფექტური მუშაობის უზრუნველყოფა;
  • სასტუმროს ტერიტორიის სისტემატური შემოვლა, უსაფრთხოების პოტენციური რისკებისა და ხარვეზების გამოვლენა და შესაბამისი რეაგირება;
  • უსაფრთხოების ოფიცრებისთვის შემოვლის გეგმის განსაზღვრა და ვიდეომონიტორინგის პროცესის კონტროლი;
  • სახანძრო და შრომის უსაფრთხოების ნორმების, პირველადი დახმარებისა და საევაკუაციო პროცედურების დაცვის კონტროლი;
  • თანამშრომლებისა და ვიზიტორების შესვლა-გასვლის, ასევე სასტუმროს სხვადასხვა სივრცეზე წვდომის კონტროლი;
  • არაავტორიზებული პირების ან თანამშრომლების შესაბამის სივრცეებში გადაადგილების შემთხვევების გამოვლენა და სათანადო რეაგირება;
  • ობიექტზე მომხდარი ინციდენტების შესწავლა, საჭირო დოკუმენტაციისა და ანგარიშების მომზადება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;
  • საჭიროების შემთხვევაში, სამართალდამცავ, სახანძრო, სამაშველო და სხვა შესაბამის სამსახურებთან თანამშრომლობა;
  • თანამშრომლების მიერ კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების შიდა წესების დაცვის კონტროლი;
  • დაცვითი ან სახანძრო სიგნალიზაციის ამოქმედების შემთხვევაში შესაბამის ობიექტზე დროული გამოცხადება, სიტუაციის შეფასება და საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
  • უსაფრთხოების სფეროში მუშაობის გამოცდილება; ცვლის უფროსის ან ზედამხედველის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • უსაფრთხოების, სახანძრო უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძირითადი პრინციპების ცოდნა;
  • თანამშრომელთა მართვისა და სამუშაო პროცესის ორგანიზების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და კრიტიკულ სიტუაციებში სწრაფი და სწორი გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
  • დაკვირვებულობა, ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, Landmarker Group-მა მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post