ლოგისტიკის მენეჯერი
საერთაშორისო გადაზიდვების კომპანია “GOLD WAY GROUP” აცხადებს ვაკანსიას ლოგისტიკის მენეჯერის პოზიციაზე. https://goldway.com.ge/ https://www.facebook.com/goldwayco სამუშაო განაკვეთი: სრული, 10:00-18:00 სამუშაო ადგილი: სათავო ოფისი, ქ. თბილისი, ს. ცინცაძის 12, აქსისის ბიზნეს ცენტრი. ანაზღაურება: შეთანხმებით (გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად)
ძირითადი მოვალეობები
- საერთაშორისო გადაზიდვების დაგეგმვა, ორგანიზება და სრული კოორდინაცია
- პარტნიორებთან მოლაპარაკების წარმოება
- გადაზიდვების ოპტიმალური მარშრუტებისა და ტარიფების მოძიება, შეთავაზებების მომზადება;
- საერთაშორისო სატრანსპორტო დოკუმენტაციის მომზადება, შემოწმება და კონტროლი;
- ტვირთების გადაადგილების მონიტორინგი დატვირთვიდან საბოლოო დანიშნულების ადგილამდე;
- საბაჟო ბროკერებთან, ტერმინალებთან და აგენტებთან კოორდინაცია;
- ოპერაციული პრობლემების დროული იდენტიფიცირება და ეფექტიანი გადაწყვეტა;
- დოკუმენტაციის შესაბამისი განყოფილებისთვის მიწოდება
- ყოველთვიური რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან
სავალდებულო მოთხოვნები
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
- გადაზიდვების პროცესების საფუძვლიანი ცოდნა;
- Incoterms-ისა და საერთაშორისო გადაზიდვების ძირითადი წესების ცოდნა;
- უცხოელ პარტნიორებთან დამოუკიდებლად მოლაპარაკების წარმოების უნარი;
- ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა
- MS Office საოფისე პროგრამების ცოდნა
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, დეტალებზე და სიზუსტეზე ორიენტირებულობა
ჩვენ გთავაზობთ
- სამედიცინო დაზღვევა;
- Fitpass
- თანამედროვე და მეგობრული სამუშაო გარემო;
- კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე: https://buildsmart.ge/job-apply/logistikis-menejeri/3/b095a36694d4d8f1f91577ff8ac535f8 ან შემდეგ ელ. მისამართზე სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება: ლოგისტიკის მენეჯერი
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე/CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. გისურვებთ წარმატებებს!