← All vacancies

G00HEEA7 Posted 16 Nov Views: 4

ბუღალტერი

ფორმაქს external listing
Negotiable Sign in and apply

Posted 16 Nov (Days left: 30) Apply by 16 Dec

"ფორმაქსი" ჯი თი სი ჯგუფში შემავალი კომპანიაა, რომელიც სამშენებლო ინვენტარის ერთ-ერთ უმსხვილეს საწარმოს წარმოადგენს ამიერკავკასიაში. კომპანია სპეციალიზდება კედლისა და გადახურვის საყალიბე სისტემებისა და მათი აქსესუარების წარმოებაში, ევროპული სტანდარტების დაცვით, რაც "ფორმაქსს" მშენებლობის საიმედო პარტნიორად აქცევს.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები

  • პირველადი ფინანსური და საბუღალტრო დოკუმენტაციის მიღება, სისწორის შემოწმება, დამუშავება და აღრიცხვა;
  • საბანკო ოპერაციების აღრიცხვა და საბანკო ამონაწერების შედარება საბუღალტრო მონაცემებთან;
  • დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების აღრიცხვა, ნაშთების კონტროლი და ურთიერთშედარება;
  • ძირითადი საშუალებების, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობებისა და მარაგების აღრიცხვა;
  • სასაწყობო და საწარმოო ოპერაციების შესაბამისი დოკუმენტაციის დამუშავება;
  • ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა და გამოვლენილი სხვაობების აღრიცხვაში ასახვა;
  • საგადასახადო დეკლარაციების მომზადებასა და წარდგენაში ჩართულობა;
  • დღგ-ის, საშემოსავლო და მოგების გადასახადების გაანგარიშებაში ჩართულობა;
  • ყოველთვიური საბუღალტრო დახურვისა და ფინანსური ანგარიშების მომზადებაში ჩართულობა;
  • მენეჯმენტისთვის საჭირო ფინანსური ინფორმაციისა და მონაცემების მომზადება;
  • შიდა და გარე აუდიტის პროცესში მონაწილეობა, მოთხოვნილი დოკუმენტაციის მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება ფინანსებში / ბუღალტერიაში / ეკონომიკაში;
  • ბუღალტრად მუშაობის გამოცდილება (სასურველია წარმოების მიმართულებით);
  • საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა;
  • საბუღალტრო პროგრამების ცოდნა (სასურველია 1C ბალანსში მუშაობის გამოცდილება).

პიროვნული უნარები

  • დეტალებზე ორიენტირებულობა და სიზუსტე;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • დროის ეფექტიანი მართვა და ვადების დაცვა;
  • გუნდური მუშაობისა და კომუნიკაციის უნარი.

სამუშაო პირობები

  • სამუშაო ადგილი: თბილისი; ნახუცრიშვილის N18 (აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია);
  • სამუშაო გრაფიკი: 10:00-18:00, ორშაბათი-პარასკევი, შესვენება 13:00-14:00.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV მისამართზე; სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება — "ბუღალტერი" (წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება).

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, საქართველოს კანონის "პერსონალური მონაცემთა დაცვის შესახებ" შესაბამისად, ექვემდებარება შენახვა-დამუშავებას 1 წლის განმავლობაში.

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post