9,090 live vacancies
← All vacancies

G1XBDW20 Posted 30 Sep 0 views

Promant

Promant

ბუღალტერი

Promant external listing
Tbilisi Full-time Finance / Accounting
Sign in and apply
Negotiable Apply by 31 Oct

"Promant" — პროფესიონალური ესთეტიკისა და ინექციური მედიცინის მიმართულებით პრემიუმ ბრენდების ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში — აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

ვეძებთ პასუხისმგებლიან, ორგანიზებულ და დეტალებზე ორიენტირებულ ადამიანს, რომელიც უზრუნველყოფს კომპანიის ყოველდღიური საბუღალტრო პროცესების სწორად და დროულად წარმართვას.

ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიის ყოველდღიური საბუღალტრო ოპერაციების წარმოება;
  • პირველადი დოკუმენტაციის დამუშავება და კონტროლი;
  • შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვა;
  • საბანკო ოპერაციების აღრიცხვა და კონტროლი;
  • დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების კონტროლი;
  • ანგარიშ-ფაქტურების, ზედნადებებისა და სხვა საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოება;
  • იმპორტთან დაკავშირებული საბუღალტრო ოპერაციების აღრიცხვა;
  • საწყობისა და საქონლის მოძრაობის აღრიცხვაში მონაწილეობა;
  • თანამშრომლებთან დაკავშირებული საბუღალტრო პროცესების წარმოება;
  • ხელფასებისა და შესაბამისი გადასახადების დარიცხვა/აღრიცხვა;
  • საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და წარდგენა;
  • საგადასახადო ვალდებულებების კონტროლი;
  • საჭიროების შემთხვევაში ფინანსური ანგარიშებისა და შიდა რეპორტების მომზადება;
  • აუდიტთან და გარე პარტნიორებთან საჭირო ფინანსური ინფორმაციის კოორდინაცია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტერიის ან შესაბამის სფეროში;
  • ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის კარგი ცოდნა;
  • RS.ge-სა და balance-ის საბუღალტრო პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
  • Excel-ის კარგი ცოდნა;
  • ქართული საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოების ცოდნა;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და სიზუსტე;
  • ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • დამოუკიდებლად მუშაობისა და პრობლემების გადაჭრის უნარი.

უპირატესობად ჩაითვლება: დისტრიბუციის, იმპორტის ან სავაჭრო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება.

ჩვენ გთავაზობთ:

  • მუშაობას სტაბილურ და განვითარებად კომპანიაში;
  • პროფესიონალურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
  • პრემიუმ საერთაშორისო ბრენდებთან დაკავშირებულ საინტერესო სამუშაო პროცესს;
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
  • კონკურენტულ ანაზღაურებას;
  • სრულ სამუშაო განაკვეთს.

სამუშაო ადგილი: თბილისი სამუშაო გრაფიკი: ნახევარი განაკვეთი, ჰიბრიდული.

თუ ხარ ზუსტი, პასუხისმგებლობიანი და პროფესიონალი და გსურს განვითარდე დინამიკურ კომპანიაში, გელოდებით Promant-ის გუნდში.

გამოგვიგზავნე შენი CV და დაგვიკავშირდი ელფოსტაზე.

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

About the employer
Promant
Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post