← All vacancies

GGW8CJR0 Posted 17 Nov Views: 19

კლინიკის მენეჯერი

HH Recruitment external listing
Negotiable Continue to the original listing ↗

Posted 17 Nov (Days left: 7) Apply by 24 Nov

„დასაქმების სააგენტო ეიჩარი“ ეძებს კლინიკის მენეჯერს. ვაკანსია განკუთვნილია პროფესიონალისთვის, რომელსაც აქვს ჯანდაცვის სფეროში და კლინიკის საოპერაციო მართვის გამოცდილება, შეუძლია სამედიცინო და ადმინისტრაციული გუნდის კოორდინაცია, პროცესების ეფექტიანი ორგანიზება და ხარისხის სტანდარტების დაცვა.

ძირითადი პასუხისმგებლობები:

· კლინიკის ყოველდღიური საქმიანობისა და საოპერაციო პროცესების ორგანიზება, მართვა და კოორდინაცია;

· რეპროდუქციული მედიცინისა და ინ ვიტრო განაყოფიერების (IVF) მიმართულებით პაციენტთა მომსახურების პროცესის ეფექტიანი დაგეგმვისა და ორგანიზების უზრუნველყოფა;

· სამედიცინო პერსონალის საქმიანობის კოორდინაცია, სამუშაო პროცესების ორგანიზება და დაკისრებული მოვალეობების შესრულების მონიტორინგი;

· რეპროდუქტოლოგებს, ემბრიოლოგებს, ანესთეზიოლოგებს, ექთნებსა და კლინიკის სხვა თანამშრომლებს შორის ეფექტიანი კომუნიკაციისა და თანამშრომლობის უზრუნველყოფა;

· პაციენტთა მიღების, კონსულტაციების, დიაგნოსტიკური კვლევების, IVF ციკლების, კვერცხუჯრედების ასპირაციის, ემბრიონის გადატანისა და სხვა სამედიცინო პროცედურების ორგანიზაციული კოორდინაცია;

· ემბრიოლოგიურ ლაბორატორიასთან თანამშრომლობა და ლაბორატორიული პროცესების ორგანიზაციული კოორდინაცია, მათ შორის კვერცხუჯრედების, სპერმისა და ემბრიონების აღრიცხვის, იდენტიფიკაციის, შენახვისა და კრიოშენახვის პროცესების მონიტორინგი;

· ბიოლოგიური მასალის უსაფრთხოებისა და მიკვლევადობის უზრუნველსაყოფად კლინიკაში დადგენილი პროცედურებისა და აღრიცხვის სისტემების დაცვის მონიტორინგი;

· კლინიკური მომსახურების ხარისხის, პაციენტთა მომსახურების სტანდარტებისა და შიდა პროცედურების შესრულების მონიტორინგი;

· სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოებისა და შენახვის პროცესის ორგანიზაციული კონტროლი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად;

· კლინიკის საქმიანობასთან დაკავშირებული პრობლემებისა და ხარვეზების იდენტიფიცირება, შესაბამისი რეაგირება და გამოსწორების ღონისძიებების კოორდინაცია;

· სამედიცინო აღჭურვილობის, ინვენტარის, მედიკამენტებისა და საჭირო მასალების ხელმისაწვდომობის მონიტორინგი და მათი საჭიროების შესახებ ხელმძღვანელობის ინფორმირება;

· სანიტარიული, ჰიგიენური, ინფექციების კონტროლისა და პაციენტთა უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვის მონიტორინგი;

· პაციენტთა უკუკავშირის, საჩივრებისა და მომსახურებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვისა და შესაბამისი რეაგირების კოორდინაცია;

· კლინიკის საქმიანობასთან დაკავშირებული პერიოდული ანგარიშების მომზადება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;

· კლინიკის ეფექტიანი ფუნქციონირების გაუმჯობესების მიზნით ინიციატივებისა და რეკომენდაციების შემუშავება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;

· საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში კლინიკის ხელმძღვანელობის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

· უმაღლესი განათლება ჯანდაცვის მენეჯმენტის, ბიზნესის ადმინისტრირების, მედიცინის ან მომიჯნავე მიმართულებით.

· მინიმუმ 3-5 წლიანი სამუშაო გამოცდილება კლინიკის საოპერაციო მართვის მიმართულებით, მათ შორის მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება გუნდისა და საოპერაციო პროცესების მართვის მიმართულებით.

· კერძო მრავალპროფილურ კლინიკებსა და სამედიცინო ცენტრებში მუშაობის გამოცდილება (სასურველია რეპროდუქციული მედიცინისა და IVF კლინიკებში მუშაობა);

· სამედიცინო და ადმინისტრაციული გუნდის კოორდინაციის მენეჯერული გამოცდილება.

პროგრამები და ტექნიკური უნარები:

· MS Office (Word, Excel, PowerPoint)

· კლინიკის მართვის / EMR სისტემებთან მუშაობის გამოცდილება სასურველია

· ანგარიშგებისა და საოპერაციო მაჩვენებლების ანალიზის უნარი

· სამედიცინო დოკუმენტაციის, ხარისხისა და პაციენტთა უსაფრთხოების პროცესების ცოდნა

პიროვნული თვისებები:

· შემოქმედებითი, კრეატიული და ინოვაციური აზროვნება

· დეტალებზე ორიენტირებულობა

· დროის მართვა

· გუნდური მუშაობა

· მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა

· ძლიერი ორგანიზაციული, საკომუნიკაციო და პრობლემების გადაჭრის უნარები

ენები:

· ქართული ენა — C2 / მშობლიური

· ინგლისური ენა — C1 / სრულყოფილად

სამუშაო განრიგი: ორშაბათი

  • პარასკევი 10:00–19:00

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი პროფესიული რეზიუმე.

კანდიდატთა შერჩევა ხორციელდება პროფესიული კრიტერიუმების, თანაბარი მოპყრობისა და დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპების დაცვით. წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები დამუშავდება მხოლოდ კანდიდატის შერჩევის მიზნით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „მარტივი გამოხმაურების“ ღილაკის საშუალებით.

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post