← All vacancies

GTV4ZS4P Posted 16 Nov Views: 0

ექსპორტის სატვირთო სპეციალისტი

ლასარე external listing
Negotiable Sign in and apply

Posted 16 Nov (Days left: 30) Apply by 16 Dec

კომპანია "Lasare" რომელიც წარმოადგენს საავიაციო სატვირთო ტერმინალისა და საბაჟო საწყობის კომპლექსურ ერთობლიობას, აცხადებს ვაკანსიას ექსპორტის სატვირთო სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი- 09:30-18:00, საჭიროების შემთხვევაში ცვლაში მუშაობის პირობით, რომელიც გულისხმობს ყოველ მესამე დღეს- 24 საათიან სამუშაო გრაფიკს. მისამართი: ქ თბილისი, საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია ანაზღაურება: 3050 (სამი ათას ასი) ლარი, რომელშიც შედის კანონით გათვალისწინებული ყველა გადასახადი.

დასაქმებულს ვთავაზობთ სტაბილურ, განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაოს და სხვადასხვა ბენეფიტებით სარგებლობის შესაძლებლობას:

  • უფასო საადვოკატო მომსახურების ბარათს;
  • სატრანსპორტო მომსახურებას ზედა სამგორის მეტროდან;
  • მრავალფეროვანი ტრენინგების და განვითარების შესაძლებლობას.

ძირითადი ფუნქციები

  • ტერმინალში შემომავალი, გამავალი და ტრანზიტული ტვირთების ან ფოსტის ტერმინალის სატვირთო სისტემაში გამართული აღრიცხვა;
  • სატვირთო დოკუმენტაციის მომზადებისა და სრული კომპლექტაციის უზრუნველყოფა;
  • ავიარეისების განრიგის კონტროლი;
  • ცვლის დასრულების შემდგომ, ყველა მიღებულ დოკუმენტაციის სათანადოდ მოწესრიგება და სატვირთო დოკუმენტაციის კონტროლის სუპერვაიზერისთვის გადაცემა;

მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება;
  • სავალდებულოა ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (B2 ან/და C1);
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • ოფიციალური მიმოწერების წარმოების სპეციფიკის ცოდნა;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, მაქსიმალური სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა (დოკუმენტების კომპლექტაციისას).
  • ეფექტური ვერბალური და სატელეფონო კომუნიკაციის უნარი, მომხმარებელზე ორიენტირებულობა და თავაზიანობა.
  • ცვლებსა და გუნდურ რეჟიმში მუშაობის უნარი.

თუ ეძებთ სიახლეებს, გსურთ საინტერესო სამუშაო პროცესში ჩართვა და სტაბილური, გუნდური სამუშაო გარემო, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს "Lasare"-სთვის ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით მ, შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, შპს "Lasare" -მ შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ კომპანიამ შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას საკონტაქტო მონაცემებზე.

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების შპს "Lasare"-სთვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით.

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post