← All vacancies

HFH6WK8Z Posted 18 Nov Views: 7

გაყიდვების აგენტი

მედკორი

მედკორი

მედკორი external listing
₾2500–3000 / month Sign in and apply

Posted 18 Nov (Days left: 28) Apply by 16 Dec

სამედიცინო პროდუქციის იმპორტიორი კომპანია „მედკორი“ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების აგენტის პოზიციაზე.

კომპანია „მედკორი“ 2014 წლიდან წარმატებით ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და ჯანდაცვის სექტორს სთავაზობს ინოვაციურ და თანამედროვე პროდუქციას ესთეტიკური, სტომატოლოგიური და სამედიცინო მიმართულებებით.

სამუშაო ადგილი: თბილისი სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 10:00-19:00 ანაზღაურება: საშუალოდ 2 500 - 3 000 ლარი (ბონუსის ჩათვლით)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები

  • კომპანიის პროდუქციის ასორტიმენტის ტექნიკური მახასიათებლებისა და გამოყენების სპეციფიკის საფუძვლიანი შესწავლა;
  • ესთეტიკური კლინიკების, სამედიცინო დაწესებულებებისა და შესაბამისი პროფილის ექიმებთან ვიზიტების დაგეგმვა, ორგანიზება და საქმიანი ურთიერთობების განვითარება;
  • კომპანიის პროდუქციის ეფექტური პრეზენტაცია, კონსულტაციების გაწევა და მოლაპარაკებების წარმართვა;
  • ახალი მომხმარებლების მოძიება, პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება და არსებული ბაზის განვითარება;
  • გაყიდვების გეგმის შესრულება და შედეგების მუდმივი მონიტორინგი;
  • ბაზრის ტენდენციების, კონკურენტული გარემოსა და მომხმარებელთა საჭიროებების ანალიზი, შესაბამისი ინფორმაციის დამუშავება და რეკომენდაციების წარდგენა;
  • მომხმარებელთა უკუკავშირის შეგროვება, ანალიზი და შესაბამისი რეაგირების უზრუნველყოფა;
  • გაყიდვების ზრდისა და ბიზნესპროცესების გაუმჯობესების მიზნით ახალი ინიციატივების შეთავაზება;
  • საერთაშორისო გამოფენებში, კონფერენციებსა და სხვა პროფესიულ ღონისძიებებში კომპანიის წარმომადგენლობა;
  • უშუალო ხელმძღვანელის დავალებით, კომპეტენციის ფარგლებში, პოზიციასთან დაკავშირებული სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება;
  • საცალო ან კორპორატიული გაყიდვების გამოცდილება;
  • სასურველია სამედიცინო სფეროში გაყიდვების გამოცდილება;
  • სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა;
  • Microsoft Office-ის პროგრამების საბაზისო ცოდნა;
  • ეფექტური კომუნიკაციის, მოლაპარაკებისა და პრეზენტაციის უნარი;
  • შედეგზე ორიენტირებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • ახალი მომხმარებლების მოზიდვისა და გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობების განვითარების უნარი.

დამატებითი ინფორმაცია

  • სასურველია საკუთარი ავტომობილის ქონა, კომპანია უზრუნველყოფს საწვავისა და ავტომობილის ამორტიზაციის ხარჯების ანაზღაურებას;
  • თანამშრომელი უზრუნველყოფილი იქნება ულიმიტო საკომუნიკაციო პაკეტით;
  • კომპანია ხელს უწყობს თანამშრომელთა პროფესიულ განვითარებას და უზრუნველყოფს საერთაშორისო ტრენინგებში, კონფერენციებსა და მივლინებებში მონაწილეობის მხარდაჭერას.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV) გამოაგზავნოთ მისამართზე. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: „გაყიდვების აგენტი“. გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები დამუშავდება კომპანიის მიერ საქართველოს კანონის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ მოთხოვნების შესაბამისად, მხოლოდ ვაკანსიასთან დაკავშირებული შერჩევის პროცესის წარმართვისა და შესაძლო შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადით.

გმადლობთ ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post