8154 live vacancies
← All vacancies

HW7NSXJ2 Posted 25 Aug 8 views

ტექნიკური ასისტენტი

ბემონი ინჟინერია და მშენებლობა external listing
Gori Full-time Other
Negotiable Apply by

შპს "ბემონი ინჟინერია და მშენებლობა" წარმოადგენს სამშენებლო კომპანიას, რომელიც სამშენებლო და საინჟინრო მიმართულებით ფუნქციონირებს, ფოკუსირებულია ენერგო-ინფრასტრუქტურის განვითარებაზე და აქვს ჯანსაღი ამბიცია ამ მიმართულებით დარგის ლიდერი გახდეს საქართველოში.

კომპანია აერთიანებს მაღალი კვალიფიკაციის მქონე კადრებს, რომელთა ძალისხმევით საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ არაერთი წარმატებული პროექტი არის განხორციელებული.

კომპანია "ბემონი" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური ასისტენტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი - ქ. გორი, ბერბუკის დასახლება.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ტექნიკური გუნდის ყოველდღიური ტექნიკური და ადმინისტრაციული მხარდაჭერის უზრუნველყოფა;

** სამუშაოთა მწარმოებლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, შესრულებული სამუშაოების ანგარიშების მომზადება ყოველდღიურ რეჟიმში;

** სამუშაოთა მწარმოებლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, შესრულებული სამუშაოების (ფორმა №2) და გახარჯული მასალების ჩამოწერის აქტების მომზადება;

** ზემოთაღნიშნული დოკუმენტაციის ხარჯთაღრიცხვის გუნდისთვის დროულად გადაცემა;

** პროექტთან დაკავშირებული ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადება, დამუშავება, აღრიცხვა და სისტემატიზაცია;

** პროექტთან დაკავშირებული მონაცემების შეკრებასა და დამუშავებაში მონაწილეობა;

** ტექნიკური კორესპონდენციის მომზადებასა და ადმინისტრირებაში მონაწილეობა;

** ტექნიკური გუნდის დავალებით, კომპეტენციის ფარგლებში სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტის სტატუსი სამშენებლო, ენერგეტიკის, საინჟინრო ან სხვა შესაბამისი მიმართულებით;

** ტექნიკურ ან სამშენებლო სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

** ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადებისა და მართვის საბაზისო ცოდნა;

** სამშენებლო ან ენერგეტიკული პროექტების დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

** სასურველია ფორმა №2-ისა და გახარჯული მასალების ჩამოწერის აქტების მომზადების პროცესის ცოდნა;

** Microsoft Office-ის პროგრამების, განსაკუთრებით Excel-ისა და Word-ის კარგი ცოდნა. ასევე PDF დოკუმენტებთან მუშაობის გამოცდილება;

პიროვნული უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

** დეტალებზე ორიენტირებულობა და სიზუსტე;

** ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;

** ანალიტიკური აზროვნება;

** გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;

გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე. გთხოვთ მეილის ველში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: shown above mirrored copies, applications arrive in your dashboard, and the listing joins Google job search.

About the employer
ბემონი ინჟინერია და მშენებლობა
Similar listings

Hire in Georgia without the hassle

Free for everyone