Earn

Bring people to findjobs.ge and earn 5⁠–⁠25% of what they pay. Free to start, paid by results.

← All vacancies

HYTCAFR7 Posted 17 Nov Views: 9

მოლარე-კონსულტანტი

ზოომარტი

ზოომარტი

ზოომარტი external listing
Tbilisi Internship Sales Cashier
₾1000 / month Sign in and apply

−14% vs the usual · usual 1,160 ₾ · 117 ads

Posted 17 Nov (Days left: 10) Apply by 27 Nov

Insurance · in the ad

საქართველოში წამყვანი ზოომაღაზიების ქსელი „ზოომარტი“ 2014 წლიდან ვითარდება და მიმდინარე მომენტში აერთიანებს 43 საცალო ფილიალს. „ზოომარტის“ ასორტიმენტში წარმოდგენილია მსოფლიოში ცნობილი ბრენდები, მათ შორის: ADVANCE, ACANA, ORIJEN, WELLNESS, WHIMZEES, JOSERA, FERPLAST, KONG, VERSELE-LAGA, NATURE'S VARIETY, FLEXI, BEAPHAR, EARTH RATED, APPLAWS, ANIMONDA, OXBOW, CANVIT PLUS, ANIMOLOGY, MORANDO, BREKKIES, DORIAN და CATZONE.

ფილიალების მისამართების სანახავად ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს: https://zoomart.ge/ka/store-locator

კომპანია აცხადებს ვაკანსიას „მოლარე-კონსულტანტის“ პოზიციაზე

სამუშაო განრიგი და ადგილმდებარეობა გრაფიკი: სრული, ცვლებში - თვეში საშუალოდ 15-17 სამუშაო დღე; (არაუმეტეს შრომითი კოდექსით განსაზღვრული საათებისა) სამუშაო საათები : 10:00 – 21:00 ადგილი: ქ. თბილისი;

ანაზღაურება: ფიქსირებული ანაზღაურება: 1000 ლარი; ყოველთვიური ბონუსი: 1000 ლარამდე;

ფუნქცია-მოვალეობები

  • მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა და პროდუქტის შერჩევაში დახმარება;
  • გაყიდვების ეფექტურად განხორციელება და მომხმარებლის ხარისხიანი მომსახურება;
  • პროდუქციის მახასიათებლების შესწავლა და მომხმარებლისთვის მარტივად გაცნობა;
  • სალაროში ოპერაციების მართვა და გაყიდვებთან დაკავშირებული პროცესების წარმოება;
  • სამუშაო და სავაჭრო სივრცის სისუფთავის უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • საშუალო ან უმაღლესი განათლება;
  • ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა (სასურველია);
  • კომპიუტერული პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა.

უნარ-ჩვევები

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებულობა;
  • დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი.

ბენეფიტები

  • ანაზღაურებადი სტაჟირება;
  • მოქნილი სამუშაო გრაფიკი;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა.
  • ფიტპასი.

თუ გსურთ გახდეთ ზოომარტის გუნდის წევრი და განვითარდეთ სტაბილურ კომპანიაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV მისამართზე. წერილის თემის გრაფაში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება „მოლარე-კონსულტანტი“.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან. თქვენ მიერ შევსებული ინფორმაცია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობების დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ანდა რეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.

გისურვებთ წარმატებას და გელოდებით ზოომარტის გუნდში!

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post