კონსულტანტი
შპს "ტუმბო" ეძებს კონსულტანტს ტექნიკის მაღაზიისთვის. კომპანიის საქმიანობაა წყლის, გათბობისა და ჰაერის სისტემებით, როგორც საცალო ასევე საბითუმო ვაჭრობა
პირობები:
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე; 09:00-18:00 ანაზღაურება: სტაჟირების პერიოდში (3 თვე) — 1200 ლარი. სტაჟირების წარმატებით გავლის შემდეგ ანაზღაურება გაიზრდება თანამშრომლის კვალიფიკაციისა და პროფესიული განვითარების შესაბამისად.
ჩვენ გთავაზობთ
- ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას;
- გრძელვადიან თანამშრომლობას;
- ჯანსაღ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
ძირითადი მოვალეობები
- მომხმარებლისათვის კონსულტაციის გაწევა, შესაბამისი პროდუქციის შეთავაზება-გაყიდვა;
- გასაყიდი პროდუქციის მახასიათებლების ზედმიწევნით შესწავლა;
- თაროზე პროდუქციის მოწესრიგება;
- მაღაზიაში საქონლის აღწერა, ნაშთების რაოდენობის კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- სამუშაო გამოცდილება სასურველია გაყიდვების ან/და მომსახურების სფეროში.
- სასურველია საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; (Word, Excel, Internet);
- სასურველია რს-თან მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული მახასიათებლები
- კომუნიკაბელურობა, თავაზიანობა და პუნქტუალურობა;
- ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
- ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- პასუხისმგებლობის გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი.
კომპანია "ტუმბო" შეთავაზებით დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ ელ.მისამართზე და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.