ადმინისტრატორი
ჩვენ ვქმნით გარემოს რომელიც თავად ზრუნავს ადამიანებზე!
დაიწყე კარიერა Hampton by Hilton-ში ადმინისტრატორის პოზიციაზე და განვითარდი ჩვენთან ერთად!
Hampton by Hilton Batumi გთავაზობთ შესაძლებლობას, გახდეთ საერთაშორისო ბრენდის გუნდის წევრი!
რას გთავაზობთ ჩვენ?
** კვებით უზრუნველყოფას; ** ჯანმრთელობის დაზღვევა; ** 50%-იან ფასდაკლებას ჰილტონ ბათუმში, კერძოდ ნეფელე სქაი ბარში, თანდილა ლობი ბარში, რესტორან პელიონში, ეფორია სპაში; ** 70%-იან ფასდაკლებას ბათუმის საბაგირო გზა "არგო"-ზე; ** 20%-იან ფასდაკლებას რესტორან "არგო"- ში; ** 50%-იან ფასდაკლებას Hampton by Hilton Batumi Center -ში; ** 20%-იან ფასდაკლებას რესტორან რუსთაველში; ** სწავლაზე მორგებულ სამუშაო გრაფიკს; ** კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
ძირითადი მოვალეობები:
** მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა, კერძოდ სასტუმროში დადგენილი საოპერაციო სტანდარტების ცოდნა და მათი ეფექტური განხორციელება ** სტუმრების მიღება-განთავსებისა და გაცილების შესაბამისი პროცედურების უზრუნველყოფა; ** ჯავშნების მიღება და პროგრამულად გატარება; ** შემოსული სატელეფონო ზარების მიღება და შესაბამისი ინფორმაციის გაცემა; ** ეფექტური და პოზიტიური ურთიერთობების უზრუნველყოფა მომხმარებელთან; ** სტუმრისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდება არსებული პროდუქტებისა და მომსახურების შესახებ ** სხვა დეპარტამენტებთან ეფექტური კომუნიკაცია.
ძირითადი მოთხოვნები:
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე ** საოფისე პროგრამების ცოდნა
https://www.hilton.com/en/hotels/busbyhx-hampton-batumi-center/?WT.mc_id=zINDA0EMEA1MB2PSH3Paid_ggl4ACBI_Brand_Destination5dkt6MULTIBR7EN8i814873812112756723551185548-ds_agid=196188896827&&&&&gclsrc=aw.ds&gad_source=1&gad_campaignid=23551185548&gbraid=0AAAAADnjLGOWWZ5nKw6TJmRvgziDd-vMg&gclid=EAIaIQobChMIs5XUwZXUlAMVgSGiAx0ssyhUEAAYASAAEgJ99vD_BwE
სამუშაო პირობები:
** სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, რუსთაველის ქ.№20 ** სამუშაო განაკვეთი: სრული განაკვეთი, (კვირაში არაუმეტეს 40 საათი) ** ანაზღაურება: 1000 ლარი + ბონუსი
დაინტერესებულმა კანდიდატებმა ვაკანსიაზე განაცხადის შესავსებად, გთხოვთ, ეწვიეთ მითითებულ ბმულს: https://careertourinvestgroup.bitrix24.site/crm_form_kqctf/ ან დაგვიკავშირდით +995 511415285
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
Hampton by Hilton Batumi Center მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.
A claimed listing becomes Direct: shown above mirrored copies, applications arrive in your dashboard, and the listing joins Google job search.