ექთნის დამხმარე / საოპერაციო დეპარტამენტში
ს.ს. ”კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი” აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე: ექთნის დამხმარე (საოპერაციო დეპარტამენტში)
საოპერაციო დეპარტამენტში ექთნის დამხმარის პოზიციაზე: - სავალდებულოა: საშუალო ან უმაღლესი სამედიცინო განათლება/ სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტი (II კურსიდან).
სასურველია: - მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
პიროვნული თვისებები: - ეფექტური კომუნიკაციის უნარი; - გუნდური მუშაობის უნარი; - ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; - დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი.
სამუშაო გრაფიკი: მორიგე ექთნის დამხმარის - 24 საათიანი მორიგეობა ოთხ დღეში ერთხელ, დღის ექთნის დამხმარის - ორშაბათი-პარასკევი 9:00 საათიდან 18:00 საათამდე. სამუშაო ადგილი: თბილისი, დიღომი, კ. ჩაჩავას N7.
დეტალური ინფორმაციის სანახავად იხილეთ ბმული: https://kirurgia.selfrecruit.ge/s/lhFOl
We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.
A claimed listing becomes Direct: shown above mirrored copies, applications arrive in your dashboard, and the listing joins Google job search.