Earn

Bring people to findjobs.ge and earn 5⁠–⁠25% of what they pay. Free to start, paid by results.

← All vacancies

KX0JXQV9 Posted 16 Nov Views: 0

ხარჯების კონტროლის სპეციალისტი

Buknari Hotel external listing
Negotiable Sign in and apply

Posted 16 Nov (Days left: 30) Apply by 16 Dec

პრემიუმ ხარისხის ზღვისპირა სასტუმრო კომპლექსი "Buknari Hotel" მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროდან 10 მეტრში, ბათუმიდან 15 წუთის სავალზე. სასტუმრო შედგება 103 ნომრისგან და აერთიანებს თანამედროვე ინფრასტრუქტურას, მათ შორის დახურულ და ღია აუზებს, რესტორნებს, პადელის მოედანს, ბიჩ-ქლაბსა და რეკრეაციულ სივრცეებს.

ვეძებთ გამოცდილ, ანალიტიკური აზროვნებისა და დეტალებზე ორიენტირებულ Cost Controller-ს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება სასტუმროს საოპერაციო ხარჯების კონტროლზე, მარაგების ეფექტიან მართვასა და ფინანსური რესურსების ოპტიმალური გამოყენების ხელშეწყობაზე.

სამუშაო ლოკაცია: ბუკნარი, ჩაქვი სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი / კვირაში 5 დღე, 8 საათიანი გრაფიკი.

ძირითადი მოვალეობები

  • სასტუმროს საოპერაციო ხარჯების ყოველდღიური მონიტორინგი და ანალიზი;
  • კვებისა და სასმელების (F&B) თვითღირებულების კონტროლი და შესაბამისი ანგარიშგების მომზადება;
  • პროდუქციის შესყიდვის, მიღების, შენახვისა და ჩამოწერის პროცესების კონტროლი;
  • საწყობის ნაშთების, პროდუქციის მოძრაობისა და მოხმარების მონიტორინგი;
  • ინვენტარიზაციის პროცესის ორგანიზებასა და ჩატარებაში მონაწილეობა;
  • ფაქტობრივი ხარჯების შედარება დადგენილ ბიუჯეტთან და გადახრების ანალიზი;
  • კერძების კალკულაციებისა და ტექნოლოგიური ბარათების სისწორის კონტროლი;
  • დანაკარგების, არაეფექტიანი დანახარჯებისა და შესაძლო ფინანსური რისკების იდენტიფიცირება;
  • ხარჯების ოპტიმიზაციის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;
  • ფინანსურ, შესყიდვების, საწყობისა და F&B დეპარტამენტებთან აქტიური თანამშრომლობა;
  • პერიოდული ფინანსური და საოპერაციო ანგარიშების მომზადება მენეჯმენტისთვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • ხარჯების კონტროლის, ფინანსური ანალიზის ან მარაგების მართვის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
  • აუცილებელია 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
  • სასტუმროს ან სარესტორნო ინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილება აუცილებელია
  • F&B Cost Control-ის პრინციპებისა და თვითღირებულების კალკულაციის ცოდნა;
  • ინვენტარიზაციისა და სასაწყობო აღრიცხვის პროცესების ცოდნა;
  • Microsoft Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • საბუღალტრო ან სასაწყობო პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
  • ანალიტიკური აზროვნება, სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • დამოუკიდებლად მუშაობისა და სხვადასხვა დეპარტამენტთან ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი.

რას გთავაზობთ

  • პროფესიულ და დინამიკურ სამუშაო გარემოს;
  • სასტუმროს ფინანსური და საოპერაციო პროცესების განვითარებაში მონაწილეობის შესაძლებლობას;
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
  • კონკურენტულ ანაზღაურებას, გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.

დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV გაგვიზიარეთ შემდეგ ელფოსტაზე.

CV-ს გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ: თქვენი პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, დაბადების თარიღი, ელფოსტა, ინფორმაცია განათლებისა და სამუშაო გამოცდილების (ადგილის) შესახებ და სხვა თქვენს მიერ მოწოდებული დამატებითი ინფორმაცია) დამუშავდეს ან/და შენახულ იქნეს შპს "ბოუნდ ეიჩარ სოლუშენის" მიერ; ასევე ეთანხმებით, პერსონალური ინფორმაციის გადაცემას მესამე პირებისათვის (დამსაქმებელი კომპანიებისათვის); პერსონალური ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ კანდიდატების (სამუშაოს მაძიებლის) შერჩევის პროცესში; პერსონალური ინფორმაციის შენახვის ვადა შეადგენს 1 (ერთი) წელს; აქვე განგიმარტავთ, რომ თქვენ ნებისმიერ დროს გაქვთ უფლება გამოიხმოთაღნიშნული თანხმობა და მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწვეტა (მათ შორის: წაშლა, განადგურება და ა.შ.).

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post